Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - კომერციული რეკლამის ტექსტის სტანდარტი შემუშავდა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/2c6.jpgსაქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შექმნა ვებ-აპლიკაცია, რომელიც რეკლამის დამკვეთებს, დამამზადებლებსა და განმთავსებლებს საშულებას მისცემს , მარტივად დაადგინონ, აკმაყოფილებს თუ არა კანონით დადგენილ პირობებს სამაუწყებლო რეკლამაში გამოყენებული ტექსტი. კომისიის ინფორმაციით, სარეკლამო რგოლის სტანდარტის შექმნის იდეა გამოიწვია კომისიის მიერ არაერთი დავის განხილვამ სამაუწყებლო რეკლამაში გამოყენებული ტექსტების აღქმადობის თაობაზე.

აღნიშნული საკითხის რეგულირების მიზნით, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით და საზოგადოების შეცდომაში შემყვანი სარეკლამო რგოლებისგან დაცვის მიზნით, “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტში”, 2011 წლის 23 სექტემბრის N8 დადგენილებით, მე-4 მუხლს დაემატა შემდეგი რედაქციის მე-5 პუნქტი: “ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების კომერციულ რეკლამასა და ტელეშოფინგში გამოყენებული ტექსტის სიმბოლოს სიმაღლე არ უნდა იყოს სატელევიზიო კადრის სიმაღლის 4%-ზე ნაკლები და ტექსტის ჩვენების ხანგრძლივობა უნდა განისაზღვროს იმგვარად, რომ ტექსტის მოცულობა 1 წუთში 140 სიტყვაზე მეტის წაკითხვას არ ითხოვდეს. ტექსტის ჩვენების ხანგრძლივობის გამოთვლისას, რიცხვებს და სხვა აღნიშვნებს შეესაბამება იმდენი სიტყვა, რამდენიც მათ წარმოსათქმელად არის საჭირო. ელექტრონული ფოსტისა და ინტერნეტ-გვერდის მისამართი ითვლება ერთ სიტყვად”.

კომერციული რეკლამის ტექსტის სტანდარტი საშუალებას იძლევა სარეკლამო რგოლი ეთერში გაშვებამდე აიტვირთოს კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) და დაიშალოს კადრებად, ასევე, შესაძლებელია აიტვირთოს კონკრეტული კადრი სურათის ფორმატში. შერჩეულ კადრზე არსებული ტექსტის ჩარჩოში ჩასმის შემდეგ დადგინდება, შეესაბამება თუ არა მისი ზომა დადგენილ სტანდარტს.

პროგრამა ასევე აღჭურვილია ტექსტის ჩვენების ხანგრძლივობის კალკულატორით, რომელიც ტექსტში გამოყენებული სიტყვების რაოდენობის შეყვანის შემდეგ, წერს მინიმალურ ხანგრძლოვობას, რომელიც საჭიროა ტექსტის საჩვენებლად და მაყურებლისთვის სათქმელის მისატანად.

“კომერციული რეკლამის ტექსტის სტანდარტი ერთის მხრივ, იცავს მომხმარებლის უფლებას, მიიღოს სათანადო ინფორმაცია სარეკლამო რგოლიდან, მეორეს მხრივ, კი თავად სარეკლამო რგოლების დამკვეთის უფლებას, გადაამოწმოს, შეესაბამება თუ არა ვიდეორგოლი არსებულ კანონმდებლობას”, – განმარტავენ კომისიაში.

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...