Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ამ წუთებში სამეგრელოსა და იმერეთის ადმინისტრაციულ შენობებში ასობით მოქალაქე იკითხება


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/usufashviliiiiiiiii-300x200.jpgიმერეთსა და სამეგრელოში ასობით “ქართული ოცნების” მხარდამჭერს ამ წუთებში კონტროლის პალატა კითხავს.

გუშინ ღამით, კონტროლის პალატიდან შეტყობინება”რესპუბლიკური პარტიის” საქალაქო ორგანიზაციის 14-მა წვერმა და ამავე პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაიციის ორმა წარმომადგენლმა მიიღო.

როგორც ქუთაისში გამომავალი “ახალი გაზეთის” ვებ გვერდი იუწყება, „რესპუბლიკური პარტიის“ ქუთაისის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ 14 წევრიდან 2-მა შეტყობინება არ ჩაიბარა, ხოლო ერთს – ვერ მიაგნეს. კონტროლის პალატიდან მიღებული უწყების თანახმად, ყველა პირი კონტროლის პალატაში დაბარებულია 2012 წლის 13 მარტს, დილის 10 საათიდან 17-საათამდე.

„უწყებები უცხო პირებმა დაარიგეს, რომლებიც უფრო უშიშროების თანაშრომლებს გავდნენ. თუმცა, აცხადებდნენ, რომ საქართველოს ფოსტიდან იყვნენ, რაც საეჭვოა. რადგან, არცერთ წერილს არ ქონდა ბეჭედი. ამაზე გვიპასუხეს, რომ წერილების დარიგება სასწრაფო იყო და ვერ მოასწრეს. შეტყობინებები თბილისიდან გამოგზავნილია 10 მარტს, შაბათს, რომლებიც ქუთაისში დაარიგეს მეორე დღეს, კვირას. ასევე, არცერთ მათგანზე არ არის მითითებული ქალაქი, თუ სად იბარებენ ამ ხალხს. მაინტერესებს, რატომ ეჩქარება ამ ხელისუფლებას ჩვენი ხალხის დაკითხვა? უნდათ რომ ხალხი შეაშინონ, მაგრამ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრები არ შეშინდებიან,“ - აცხადებს ნატო ქათამაძე.

ანალოგიური მდგომარეობაა ფოთში, ამ წუთებისთვის ფოთის მუნიციპალიტეტის შენობაში ათობით ადამიანს დაკითხვას კონტროლის პალატის თანამშრომლები უტარებენ.

tspress.ge-ს ცნობით, კონტროლის პალატის უწყება, ფოთში, 20-მდე ადამიანმა მიიღო. მათ შორის, არიან „რესპუბლიკური პარტიის“ ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, გაიოზ ქინქლაძე და მისი ოჯახის წევრები, ეროვნული საბჭოს ყოფილი წარმომადგენლები, თამაზ სოსელია, ვეფხვია ცომაია, ვასიკო თოდუა და „ქართული ოცნების“ გაზეთების დარიგებაში მონაწილე აქტივისტები.

კონტროლის პალატიდან მიღებულ შეტყობინებაში აღნიშნულია: „საქართველოს კონტროლის პალატის პარტიების ფინანსების მონიტორინგის სამსახურში, პოლიტიკური სიბიექტების მოჩვენებითი, თვალთმაქცობის და გარიგების გზით დაფინანსების ფაქტზე ადმინსტრაციული წარმოება მიმდინაროებს. რასთან დაკავშირებითაც, დაბარებული ხართ ახსნა-გნამარტების მისაცემად“.

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...