planetanews Posted March 12, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 12, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/image12-300x198.jpgიურიდიული დახმარების მობილური სერვისით დუშეთის რაიონის სოფელ ჟინვალის მოსახლეობამ ისარგებლა.სასჯელაღსრულების,პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ახალი მომსახურება, ითვალისწინებს მოსახლეობისთვის სასურველ ადგილას უფასო იურიდიული დახმარების მიღებას,რომელიც მოქალაქეებს ხათუნა კალმახელიძემ გააცნო.მინისტრის თქმით კვალიფიციური იურისტებისგან დაკომპლექტებული მობილური ჯგუფი სამართლებრივ დახმარებას ადგილზე უწევს იმ ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა იურიდიული დახმარების ოფისებს მიაკითხონ.იურიდიული დახმარების მობილური ჯგუფი გადაადგილდება აუცილებელი ინვენტარით აღჭურვილი სპეციალური მიკროავტობუსით, რათა მოქალაქეებმა იურისტებთან გასაუბრება კომფორტულ პირობებში შეძლონ.დამატებითი სერვისის სახით ფუნქციონირებს ონლაინ კონსულტაცია, რომელიც ხალხისათვის, მათ შორის საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეებისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად შეიქმნა.საქართველოს მასშტაბით იურიდიული დახმარების სამსახურის 16 რეგიონული ოფისი მოქმედებს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts