Jump to content
Planeta.Ge

argumenti.ge დასაჯა თუ არა ნათია მოგელაძემ დღევანდელი განცხადებისთვის თინათინ ხიდაშელი


Recommended Posts

http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/03/palata-150x150.jpgდღეს კონტროლის პალატის, უფრო ზუსტად კი ამ უწყების მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელმა ნათია მოგელაძემ და „ქართული ოცნების“ ერთ–ერთმა წევრმა „რესპუბლიკელების“ ლიდერმა თინა ხიდაშელმა ომი გამოუცხადეს. ომი ხანმოკლე აღმოჩნდა და „ქართუ ბანკის“ დაჯარიმებით დასრულდა.

იყო თუ არა მოგელაძის დღევანდელი საქციელი პირადი მიტივებით ანგარიშსწორება. თავიდან დავიწყოთ, დღეს პოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნება” ხელისუფლებას მათი აქტივისტების ტერორში ადანაშაულებს. როგორც “ქართული ოცნების” ოფისში  გამართულ პრესკონფერენციაზე

“რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ხიდაშელმა განაცხადა, რეგიონებში მათ აქტივისტებზე ტერორი გუშინ, მთელი დღე-ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

“რეგიონებში გუშინ მთელი დღე-ღამის განმავლობაში ჩვენს აქტივისტებთან მიდიოდნენ ადამიანები,  რომლებიც თავს აცნობდნენ კონტროლის პალატის წარმომადგენლებად და დაკითხვაზე იბარებდნენ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ეს ადამიანები სამოქალაქო აქტივისტები არიან, რომელთაც “ქართულ ოცნებასთან” არანაირი ფინანსური კავშირი არ აქვთ , მოძრაობასთან მათი კონტაქტი მხოლოდ იმით შემოიფარგლება, რომ  ”ქართული ოცნების” გაზეთებს არიგებდნენ და ივანიშვილის მხარდამჭერ ხელმოწერებს აგროვებდნენ”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა, რომლის განმარტებითაც,  მათი აქტივისტების დაკითხვაზე დაბარება ფინანსური მაქინაციების მუხლით ხდება.

ხიდაშელის შეფასებით, კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახური და მისი უშუალო უფროსი ნათია მოგელაძე სისხლის სამართლის დანაშაულს ჩადის.

“მივმართავთ პროკურატურას, დაიწყოს მოკვლევა მოგელაძის მიერ ჩვენი აქტივისტების დაკითხვის ფაქტზე, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია”, – აღნიშნა ხიდაშელმა.

მისივე ცნობით, პროტესტის ნიშნად, დღეს პირადად  ”ქართული ოცნების” კოალიციაში შემავალი ერთ-ერთი სუბიექტის ანგარიშზე შემოწირულობას განახორციელებს.

“ველოდები ნათია მოგელაძის ისტერიკას და კონტროლის პალატის განაცხადს უწყებაში ჩემი დაბარების შესახებ”, – აღნიშნა ხიდაშელმა.

მოტივირებული მოგელაძის სანქციებმა არ დააყოვნა. პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა, კანონისთვის გვერდის ავლის მიზნით განხორციელებული ფინანსური ტრანზაქციის ფაქტზე, დააჯარიმა სს “ქართუ ბანკი“ უკანონო შემოწირულების ათმაგი ოდენობით – 822 040 ლარით.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კორუფციული სქემის მიხედვით, სს ,,ქართუ ბანკმა“ თავის თანამშრომლებს ჩაურიცხა დიდი ოდენობით პრემია – 82 204 ლარი, ამ თანხის აიპ ,,საზოგადოებრივი მოძრაობა – “ქართული ოცნებისთვის“ შემდგომი გადარიცხვის მიზნით.

„ამ ფაქტს ადასტურებენ სს ,,ქართუ ბანკის“ თანამშრომლები – რ.ქურდაძე და   ზ. ხუხუნეიშვილი. რ. ქურდაძემ პრემიის სახით მიიღო – 44 400 ლარი, ხოლო  ზ. ხუხუნეიშვილმა – 37 804 ლარი, თუმცა შემდგომ მათ უარი განაცხადეს უკანონო გარიგებაში მონაწილეობის მიღებაზე. „–ხაზგასმულია კონტროლის პალატის ინფორმაციაში.

ანდრო მუხრანელი

 argumenti.ge

 

argumenti.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...