planetanews Posted March 12, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 12, 2012 http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/03/uniInc.php_-150x150.jpgაზერბაიჯანული სპორტული პორტალი apasport.az ავრცელებს ინფორმაციას, რომ აზერბაიჯანთან და საქართველოსთან ერთად უკვე სხვა ქვეყნებიც აფიქსირებენ ფეხბურთში ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მასპინძლობის სურვილს.ამასთან ერთად, აზერბაიჯანული ინტერნეტ-გამოცემის ინფორმაციით, საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ამ ინიციატივების უმეტესობას, არა ორი, არამედ ერთობლივად სამი სახელმწიფოს გაერთიანებაც აყენებს. მაგალითად: ბოსნია დაჰერცოგოვინა-ხორვატია-სერბეთი და გაერთიანებული სამეფოების შემადგენლობაში შემავალი ირლანდია-შოტლანდია-უელსი.საქართველოსა და აზერბაიჯანის მსგავსად საერთო განაცხადების დაფიქსირებისთვის მზადაა რუმინეთი-ბულგარეთის და ჩეხეთი-სლოვაკეთის კოალიციებიც, თუმცა აზერბაიჯანული გამოცემის აზრით, ევრო2020-ის ჩატარების ყველაზე რეალურ პრეტენდენტებად მაინც თურქეთი, ჰოლანდია და ბელგია რჩებიან.მეორე აზერბაიჯანული ინტერნეტ-გამოცემა azerisport.com წერს, რომ ინიციატივა საქართველოსთან ერთად ევრო 2020-ის მასპინძლობის შესახებ აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციათა ასოციაციის პრეზიდენტს - როვნაგაბდულაევს ეკუთვნის და ესსაკითხი 6 მარტს,საქართველოსადააზერბაიჯანისპრეზიდენტებმაბაქოშიგამართულოფიციალურშეხვედრაზეშეათანხმეს. argumenti.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts