planetanews Posted March 12, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 12, 2012 http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/03/uniInc.php_1-150x150.jpgსარაგბო ევროპის ექვსი ერის მეოთხე ტურმა პირველობისთვის ბრძოლას ერთ-ერთი ძლიერი პრეტენდენტი გამოაკლო. საფრანგეთის ნაკრები შინაურ მინდორზე, პარიზში დამარცხდა ინგლისთან და ცხრილის ლიდერ უელსს იმდენით ჩამორჩა, რომ მეხუთე, ბოლო ტურში ვეღარ დაეწევა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო შეხვედრა სწორედ უელსთან აქვს. უელსმა თავის მხრივ დამაჯერებლად აჯობა აუტსაიდერ იტალიას, ხოლო ტურის მესამე შეხვედრაში ირლანდიამ შოტლანდია დაამარცხა.პარიზში „სტად დე ფრანსზე” ინგლისელებმა – მანუ ტუილაგიმ და ბენ ფოდენმა საწყის ოც წუთში ორჯერ დაალელოვეს ფრანგები და სტუმრები ჯერ 14:3 დაწინაურდნენ, ხოლო ტაიმი 14:9 მოიგეს. მასპინძლები ვერ ახერხებდნენ ინგლისელთა დაცვის გარღვევას, თუმცა საჯარიმოებს ზუსტად ურტყამდნენ და მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე ორ ქულამდე შეამცირეს სხვაობა – 15:17.აქ ინგლისელებმა მესამე ლელოც დადეს და 24:15 დაწინაურდნენ, მაგრამ საფრანგეთმა მობილიზება შეძლო და ცოტა დააკლდა თამაშის გადასარჩენად. დასრულებამდე შვიდიოდ წუთით ადრე ფრანგთა შუამარბმა უესლი ფოფანამ მეოთხე თამაშში მეოთხე ლელო გაიტანა და გარდასახვის შემდეგ საფრანგეთი 22:24 წამოეწია ინგლისს.დარჩენილი დრო მასპინძელთა შეტევებში გაილია. ფრანგებს გამარჯვებამდე ერთი ზუსტი დარტყმა აშორებდათ და არეკნიც დაარტყეს, მაგრამ არაზუსტად და დამარცხდნენ.უელსმა მეოთხე ტურშიც იმარჯვა და ერთი გამარჯვებაღა აშორებს დიდ სლემამდე, რაც ხუთ თამაშში ხუთ გამარჯვებას ნიშნავს და ორმაგად პრესტიჟულად ითვლება, ვიდრე ექვსი ერის დიდი სლემის გარეშე მოგება.ექვსი ერიმეოთხე ტური. 10-11 მარტიუელსი 24:3 იტალიაირლანდია 32:14 შოტლანდიასაფრანგეთი 22:24 ინგლისიმეხუთე ტური. 17-18 მარტიიტალია – შოტლანდიაუელსი – საფრანგეთიინგლისი – ირლანდია argumenti.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts