Jump to content
Planeta.Ge

argumenti.ge „კახეთის საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელმა გელა მთივლიშვილმა ეთიკის ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია


Recommended Posts

http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/03/p1160457-150x150.jpgსაქართველოს ჟურნალისტური ეთიკის საბჭოს 11 მარტის გადაწყვეტილებით „კახეთის საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელმა გელა მთივლიშვილმა ეთიკის ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია, რომლის თანახმადაც  „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

საქმე ეხება 27 იანვარს „კახეთის საინფორმაციო ცენტრის“ (ick.ge) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მასალას – „რადიო „ჰერეთიდან“ თანამშრომლები წავიდნენ“.  სტატიაში საუბარია იმაზე, რომ  „გავრცელებული ინფორმაციით“ რადიოდან ოთხი თანამშრომლის წასვლის მიზეზი მათთვის ხელფასის გადაუხდელობა გახდა. რასაც სტატიაშივე არ ადასტურებენ არც რამაზ სამხარაძე და არც სხვა თანამშრომლები.

„ჰერეთის“ დირექტორი  მიიჩნევდა, რომ მასალა არაზუსტად და გადაუმოწმებლად გაავრცელეს. საბჭოში გაგზავნილ განცხადებას  თან ერთვის რადიოს თანამშრომელთა კომენტარები, სადაც ნაწილი მათგანი ადასტურებს „ჰერეთიდან“ წასვლას, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ რადიო ხელფასის გადაუხდელობის გამო არ დაუტოვებით. ბუღალტერი აცხადებს, რომ კვლავ “ჰერეთში” მუშაობს, მარკეტინგის მენეჯერი კი პროექტების ნაწილს ისევ ხელმძღვანელობს.

რამაზ სამხარაძე თავის განცხადებაში ასევე უთითებდა, რომ სტატიის ბოლო ნაწილი, რომელიც „ჰერეთში“ საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ რეკლამის განთავსებას ეხება, არასწორი კონტექსტით დაუკავშირდა თანამშრომლების წასვლის ფაქტს.  რადიოს დირექტორი მიიჩნევს, რომ ამ მასალამ საზოგადოება მიზანმიმართულად შეიყვანა  შეცდომაში და შელახა  კომპანიის იმიჯი და რეპუტაცია.

სტატიის ავტორი ქარტიის არახელმომწერი ჟურნალისტი ნათია დანელიშვილია. ამიტომ  რამაზ სამხარაძე მიიჩნევდა, რომ მასალაზე გელა მითვლიშვილი, როგორც რედაქტორი, ისე აგებდა პასუხს.

საქმის განხილვას არ დასწრებია არც განმცხადებელი და არც მოპასუხე მხარე. გელა მთივლიშვილმა ქარტიის საბჭოს შეპასუხების წერილი გაუგზავნა, სადაც ისევე როგორც წინა საქმის განხილვაზე, ახლაც აღნიშნული იყო, რომ ის აღარ არის ick.ge-ს რედაქტორი და ამ პოსტს 2012 წლის 9 იანვრიდან მანანა აშკარელიშვილი იკავებს. თავად გელა მთივლიშვილი კი რჩება მხოლოდ ick.ge-ს გამომცემელი ორგანიზაცია შპს „ცენტრი-იმედის“ დირექტორად და არ ერევა სარედაქციო საქმიანობაში.

სამხარაძის ბრალდებას მთივლიშვილი უსაფუძვლოდ მიიჩნევს. შეპასუხების წერილში აცხადებს, რომ მასალა არაზუსტად და უსაფუძვლოდ არ იყო მომზადებული, ვინაიდან მასალაში იმ თანამშრომლების პოზიცია დაფიქსირდა, ვინც „გავრცელებული ინფორმაციით“  „ჰერეთიდან“ წავიდა.  თუმცა, შეპასუხების წერილში არ ჩანს, სად გავრცელდა ის ინფორმაცია, რის

გადამოწმებასაც შემდეგ „კახეთის საინფორმაციო ცენტრი“ შეეცადა.

შეპასუხების წერილის ბოლო ნაწილში გელა მთივლიშვილი ასევე უსაფუძვლოს უწოდებს სამხარაძის ბრალდებას რადიოს იმიჯისა და რეპუტაციის შელახვის შესახებ და იქვე უთითებს, რომ „იმიჯისა და რეპუტაციის შელახვის შემთხვევაში, ფიზიკურმა თუ იურიდიულმა პირებმა უნდა მიმართონ სასამართლოს და არა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს“. გელა მთივლიშვილი  წერილში იღებს ვალდებულებას, რომ ქარტიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას „კახეთის საინფორმაციო ცენტრის“ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნებს.

საბჭოს სხდომა ქალაქ თელავში 11 მარტს გაიმართა. საბჭოს წევრებს აღარ უმსჯელიათ ეკისრებოდა თუ არა გელა მთივლიშვილს სადაო მასალაზე პასუხისმგებლობა, რადგან საბჭომ პრეცენდენტულად მიიჩნია წინა საქმე - „რომან ქევხიშვილი გელა მთივლიშვილის წინააღმდეგ“. თუმცა საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა, ნათია კუპრაშვილმა შენიშნა: „უცნაურია, გელა მთივლიშვილი, რომელიც ამტკიცებს, რომ ick.ge-ს სარედაქციო საქმიანობაში არ ერევა, იღებს ვალდებულებას საბჭოს გადაწყვეტილების გამოაქვეყნების შესახებ.“

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს ხელმძღვანელის, ზვიად ქორიძის თქმით, საბჭო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილს მოგვიანებით გაავრცელებს. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წესდების მიხედვით, სამოტივაციო ნაწილის გამოქვეყნების ვადა დადგენილი არ არის.

რამაზ სამხარაძე მიიჩნევდა, რომ გელა მთივლიშვილმა პირველის გარდა დაარღვია მესამე და მეთერთმეტე პუნქტები, რომლის მიხედვითაც ჟურნალისტმა არ უნდა გააყალბოს, მიჩქმალოს და დაამახინჯოს ფაქტები.

საბჭოს სხდომას თელავის მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საქმის განხილვამდე დისკუსია გაიმართა, სადაც შეხვედრის მონაწილეებმა მედიის თვითრეგულირების ორგანოების ფუნქციასა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს, ასევე იმსჯელეს იმაზე, თუ როგორ შეიძლება მეტად იაქტიურონ მოქალაქეებმა.

media.ge

 

argumenti.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...