planetanews Posted March 12, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 12, 2012 http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/03/3784-150x150.jpgჟურნალი „ტაბულა“ ტელეკომპანია „იმედს“ საავტორო უფლებების დარღვევის გამო სასამართლოში უჩივის – წერს გაზეთი „რეზონანსი“.„რეზონანსი“ „ტაბულას” ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ „იმედმა“ ჟურნალის საავტორო უფლება 9 მარტს საინფორმაციო გამოშვებაში გასულ სიუჟეტში დაარღვია. სიუჟეტი ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას ეხებოდა და მასში გამოყენებული იყო ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის ინტერვიუ, რომელიც მან „ტაბულას“ მისცა. ინტერვიუ „ტაბულას“ ექსკლუზივი იყო.„იმედს“ არ უხსენებია ინტერვიუს ავტორი და მან შეგნებულად დაფარა „ტაბულას“ ლოგო . საერთო კონტექსტიდან კი რჩება შთაბეჭდილება, რომ აპატურაიმ განცხადებები „იმედისთვის“ გააკეთა. კომენტარები, რომლებიც „ტაბულას“ კუთვნილებაა, გამოყენებულია ასევე სიუჟეტის შესავალში წყაროს დასახელების გარეშე“, – აღნიშნულია „ტაბულას“ განცხადებაში.„რეზონანსი“ წერს, რომ „ტაბულა“ „იმედისგან“ ზიანის კომპენსაციას და მისი საავტორო უფლებების საჯარო აღიარებას ითხოვს, იმ საშუალებებითა და ფორმით, რომელიც თანაზომადია „იმედის“ მიერ ამ უფლების დარღვევასთან“.„რეზონანსი“ აღნიშნავს, რომ გაზეთი ამ თემაზე კომენტარის მიღებას „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსისგან, მათე კირვალიძისგან შეეცადა. გაზეთის ცნობით, კირვალიძემ მათთან ამ საკითხზე საუბარი არ ისურვა.media.ge argumenti.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts