Jump to content
Planeta.Ge

argumenti.ge სად მოვახდინოთ ინვესტირება და რა უნდა ვიცოდეთ საამისოდ


Recommended Posts

http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/03/image.php_1-150x150.jpgინვესტირების საკითხების ცოდნა წარმატებული ინვესტირების მნივნელოვანი წინაპირობაა. სად მოვახდინოთ ინვესტირება და რა უნდა ვიცოდეთ საამისოდ, თითქოს არც ისე რთულია მაშინ როდესაც არჩევანი ესოდენ დიდია. შეგვიძლია ინვესტიცია განვითარებული ქვეყნისაკენ მივმართოთ ან ფეხის მოკიდება განვითარებად ქვეყნებში შევეცადოთ. თუმცა მაინც ჩნდება კითხვები სად ? როდის და როგორ?

მსოფლიოს ხალხთა უმრავლესობა სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ ცხოვრობს ისეთ ინდუსტრიალიზებულ და წარმატებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებში როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები,კანადა,ავსტრალია,ინგლისი ,საფრანგეთი და აშ. არამედ ისინი ცხოვრობენ ისეთ ქვეყნებში როგორიცაა ბრაზილია, ჩინეთი,ინდოეთი,რუსეთი და კიდევ სხვა მრავალი , რომლებიც აწარმოებენ საქონელს,ანვითარებენ ახალ ტექნოლოგიებს ,ამუშავებენ წიაღისეულსა და ნავთობს და მოკლედ რომ ვთქვათ ისინი ზრდიან თავიაანთ ეკონომიკას ბევრად უფრო სწრაფად ვიდრე ქვეყნები უკვე განვითარებული ეკონომიკით.

ალბათ ყველა დამწყები ინვესტორისათვის ძალიან კარგადაა ცნობილი რომ რაც დიდია ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი მით ძლიერია ქვეყნის ეკონომიკა და მით უფრო მიმზიდველი უნდა ჩანდეს ქვეყანა ინვესტორისათვის ( მშპ – მიწოდებული მომსახურებისა და საქონლისა ღირებულება გაწეული ქვეყნის მიერ) ამერიკის შეერთებული შტატების მთლიანი შიდა პროდუქტი 14.6 ტრილიონს შეადგენს და მისი თუნდაც ერთ პროცენტინი ზრდა 146 მილიარდია, ხოლო მზარდი ეკონომიკისა და განვითარებადი ქვეყნის, ფილიპინების მთლიანი შიდა პროდუქტი 167 მილიარდს არ აღემატება რაც ამერიკის მთლიანი შიდა პროდუქტის ერთ პროცენტზე სულ ცოტათი მეტს შეადგენს. ბუნებრივია ჩნდება კითხვა იმის თაობაზე თუ სად ჯობია ინვესტირება განვითარებულ თუ მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში. რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს ზოგიერთისათვის ცნობილია რომ ინვესტორისათვის მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყანა ბევრად ხელსაყრელი და მომგებიანია გამომდინარე იქიდან რომ განვითარებულ ქვეყანაში ბიზნესისათვის თავისუფალი ნიშები თითქმის აღარ არსებობს, გარდა ამისა მზარდი ეკონიმიკის ქვეყნების უმრავლესობა მოსახლეობის დიდი რაოდენობითაც გამოირჩევა და საქონლისა და სერვისის ბევრ სახეობაზე ჯერ კიდევ დიდი მოთხოვნა არსებობს მიწოდებასთან შეფარდებაში რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ბიზნესის წარმატებისათვის. შესაბამისად მსხვილი კომპანიების მოგებისა და გაყიდვების დიდი წილი სწორედ ასეთ ქვეყნებზე მოდის და არა აშშ სა და ევროპის ქვეყნებზე.დიახ მზარდი ექონომიკის მქონე ქვეყნებს პერსპექტივა და პოტენციალი მართლაც რომ დიდი აქვთ. მსოფლიო დოვლათის 43 პროცენტი ასეთ ქვეყნებშია თავმოყრილი, ხოლო მოსახლეობის ოდენობა მზარდ, პრემზარდ და მოსაზღვრე ეკონიმიკის ქეყნებში 5.5 მილიარდს შეადგენს.

ალბათ უპრიანი იქნებოდა შეგვეხსენებინა მკითხველისათვის რომ მზარდი ეკონომიკის ქვეყნებად ის ქვეყნები მოიაზრება რომელთა ეკონომიკა და საშუალო ფენის ოდენობა იზრდება. ამ ქვეყნებიდან ზოგიერთმა სულ ახლახანს დააღწია თავი სიღატაკეს,ხოლო ზოგიერთ მათგანში კვლავ მაღალია ღარიბი ფენის ოდენობა.მოსაზღვრე ეკონომიკის მქონე ქვეყნებს კი ისინი მიეკუთვნებიან რომელბიც პატარა ქვყნებს წარმოადგენენ და ეკონომიკური განვითარების ადრეულ ეტაპზე იმყოფებიან. ასეთი ქვეყნები ისეთი ინვესტორისათვის შეიძლება იყოს საინტერესო რომელიც მოგებას მალე არ ელოდება და მაღალი რისკებისათვისაც მზად არის. მსოფლიოს ყველაზე ღარიბი ქვეყნები კი პრემზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნებად იწოდებიან. ასეთ ქვეყნები საინვესტიციოდ საინტერესო არ არის თუმცა შესაძლოა მომავალში საინტერესონი გახდნენ, ასე რომ მოსაზღვრე და პრემზარდი ეკონომიკის ქვეყნების თვალყურის დევნება ღირს ნამდვილად.

თუმცა მნიშვნელოვანია ინვესტირებამდე იმ რისკების გათვალისწინება რომლებიც განვითარებადი ქყვენების რეალობას წარმოადგენს და რომელიც არაერთგვაროვანი და ცვალებადია სხვადასხვა ქვეყნის მიხედვით. ასეთ რისკებს მიეკუთვნება პოლიტიკური და სოციალური ,ლიქვიდურობისა და სავალუტო რისკები. ზოგიერთი ქყვეყანა განვითარებას გარკვეული პოლიტიკური ცვილებების შემდეგ იწყებს თუმცა არცთუ იშვიათად ხდება პოლიტიკური ცვილებები უკუგანვითარების მიზეზი. შესაბამისად პოლიტიკური სტაბილურობა მნიშვნელოვანი ფაქტორია ამა თუ იმ ქვეყანაში ინვესტირების გადაწყვეტილების მიღებამდე რადგან პოლიტიკურ დესტაბილიზაციის დროს ეკონომიკა ყველაზე ბოლოს ინაცვლებს პრიორიტეტების სიაში და შესაბამისად ინვესტორებიც დაზარლებულნი რჩებიან .

არანაკლებ მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია კორუფციის დონე ქვეყანაში. ძალიან კარგად იცის ყველა კორუმირებულ ქვეყანაში ბიზნესის გამოცდილების მქონე ბიზნესმენმა თუ რამდენად არასტაბულურს ხდის კორუფცია ბიზნეს გარემოს,როგორ აძვირებს მომსახურებას, ანელებს ბიზნესის ტემპს და არაპროგნორზირებადს ხდის მოვლებებს. შესაბამისად კორუმპირებულ ქვეყანაში მოღვაწე ბიზნესმენებს არაეთხელ უწევთ ერთი და იმავე თანხის ორჯერ და სამჯერ გადახდა, ფასების სტაბულურობის შენარჩუნება და პატრიონრებთან დადებული პირობების შერულება კი ჭირს.

ინვესტორმა ასევე მნიშვლობა უნდა მიაქცის ქვეყანაში გინის კოეფიციენტის მაჩვენებელს. გინის კოეფიციანტი ქვეყნის მოსახლეობის წევრებს შორის ეკონომიკურ თანასწორობას ასახავს და როდესაც გინის კოეფიციენტი ნულია ითვლება რომ ქვეყნის ყველა მოსახლეს ერთნაირი შემოსავალი აქვს. ხოლო როდესაც გინის კოეფიციანი 100, მხოლოდ მოსახელობის ერთ პროცენტს აქვს შემოსავალი და ცხადია მაღალი გინის კოეფიციენტის მაჩვენებლის მქონე ქვეყანა ინვესტორისათვის საინტერესო არ უნდა იყოს მოსახლეობის დაბალი მსყიდველობითი უნარის გამო. ყველაზე დაბალი გინის კოეფიციენტი შვედეთშია ( 23)ხოლო აფრიკის ქვეყანა ნამბიაში იგივე მაჩვენებელი 70 უდრის. ანუ რაც უფრო განვითარებულია ქვეყანა მით დაბალია გინის კოეფიციენტი და მით მეტია ქვეყანაში საშუალო ფენა.

და მაინც ვინ წყვეტს იმას თუ რომელი ქვეყანა რომელ კატეგორიაში ხვდება ? ინვესტორთა უმრავლესობისათვის ასეთ არბიტრს MSCI barra წარმოადგენს,ორგნიზაცია რომელიც საინვესტიციო გარემოს ინდექსირებასა და შეფასებას აკეთებს სხვადასხვა ქყვეყნებში ,ხოლო მზარდი ეკონომიკის ქყვენებში ინვესტირების რეკომენდაციას მსოფლიო ბანკის საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია უკვე დიდი ხანია იძლევა.

განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებს მიეკუთვნება ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის წევრი 33 ქვეყანა:,ავსტრია,ბელგია,კანადა ,ჩილე ,ჩეხეთი,დენმარკი ესტონეთი, ჩინეთი, საფრანგეთი, გერმაია, საბერძნეთი, უნგრეთი, ისლა, ნდია, ირლანდია, ისრაელი, იტალია, იაპონია, კორეა, ლუქსემბურგი, მექსიკა, ჰოლანდია, ახალიზელანდია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, სლოვაკია, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, თურქეთი, ბრიტანეთი, ამერიკის შერთებული შტატები.

იმისათვის რომ ქვეყნის ეკონომიკას განვითარებადი მიენიჭოს ამისათვის ქვეყანის ეკონომოკის განვითარება მის საზღვრებს უნდა სცდებოდეს. უნდა აწარმოებდეს რაიმე სახის საქონელს ან მომსხურებას და მის ექსპორტს უნდა ახდენდეს უცხოეთში.ასევე განვითარებადი ეკონომიკის ქვეყანას უნდა ქონდეს საფონდო ბირჟა სადაც ინვესტორებს შესაძლებლობა ექნებათ იყიდონ და გაყიდონ აქციები. ასეთ ქვეყნებს მიეკუთვნება ბრაზილია,ჩინეთი,კოლომბია,ეგვიპტე,ინდოეთი,ინდონეზია,მალაიზია,მექსიკა,მოროკო,პერუ ,ფილიპინები,რუსეთი,სამხრეთ აფრიკა,ტაივანი,ტაილანდი,პოლონეთი.

ცნობილია რომ მსოფლიოს ქვეყნებიდან 75 მიეკუთვნება განვითარებულ ან განვითარებად ქყვეყანას ხოლო დანარჩენი 117 ქვეყანა მართალია გარკვეულ როლს ასრულებს მსოფლიო ეკონომიკაში მაგრამ ინვესტორებისათვის არასაინტერესონი არიან. ამის მიზეზი კი ძირითადად არის ზოგიერთი მათგანის უკიდურესი სიღარიბე ან მოსახლეობის მცირერიცხოვნობა. ხოლო ისეთ ქვეყნებში როგორიცაა ჩრდილო კორეა , სადაც კაპიტალიზმი კრიმინალად ითვლება ცხადია რომ უცხოელი ინვესტორები ქვეყნის შიგნით ინვესტირებისათვის არ დაიშვებიან.

დღეს მსოფლიოში მკაცრი კონკურენციაა ინვესტიციების მოზიდვაზე. ქვეყნები, განსაკუთრებით კი განვითარებადი ქვეყნები ცდილობენ მაქსიმალურად შეუწყონ ხელი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესების გზით.მიუხედავად იმისა რომ საქართველო მიმზიდველია თავისი ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობით, სამუშაო ძალის მაღალი კვალიფიკაციით,ლიბერალური კანონმდებლობით,კორუფციის დაბალი დონით, პროდუქციის ასორტიმენტის მოთხოვნით და ა.შ აღსანიშნავია ისიც რომ არსებობს რიგი მიზეზებისა, რის გამოც საქართველო ნაკლებად მიმზიდველ საინვესტიციო გარემოს წარმოადგენს სერიოზული და მსხვილი ინვესტორებისათვის.პოლიტიკური არასტაბილურობა, დიდი საგარეო ვალი, ეკონომიკური ზრდის პერსპექტივების დაუზუსტებლობა კვალავ რჩება დამაბრკოლებელ ფაქტორებად. ამასთან საქართველოს ბაზარი მცირე ტევადობისაა, ამიტომ ინვესტიციები ძირითადად ორიენტირებულია საექსპორტო პროდუქციის მწარმოებელ დარგებზე.

ასეა თუ ისე ინვესტირების მსურველებს არჩევანი საკმაოდ დიდი აქვთ.მსოფლიო გამოწვევებს კი დროა უკვე ქართველი ბიზნესმენებიც შეუერთდნენ.

ავტორი: მარიამ კუკუნაშვილი

 

argumenti.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...