Jump to content
Planeta.Ge

argumenti.ge როგორ ავარჩიოთ LCD (თხევადკრისტალური) ტელევიზორი


Recommended Posts

http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/03/1_Sharp_-150x150.jpg1. დიაგონალი:

LCD-ტელევიზორების შერჩევა უნდა დავიწყოთ მისი დიაგონალის ზომის განსაზღვრით. სამზარეულოს ან საბავშვო ოთახს კარგად ერგება  LCD-ტელევიზორები, რომელთა დიაგონალი არის 19-20″ დიუმი(1დიუმი= 2.54სმ)  საძინებელსა და სასტუმრო ოთახისთვის ოპტიმალურია 26-37″(დიუმი),   ხოლო სახლის კინოთეატრისთვის ამოირჩიეთ ტელევიზორები 40″(დიუმიდან ზემოთ).

თქვენ გჭირდებათ ტელევიზორი საძინებელში ან სასტუმრო ოთახში, რომლის კვადრატულობა 10კვ. მეტრიდან იწყება?! შეარჩიეთ მოდელები, რომელთა ეკრანის დიაგონალი არის 26, 32, 37 დიუმი და მეტი. საერთოდ, ასეთ ტელევიზორებში ჩვეულებრივ მეტი ფუნქციაა, ასევე ამ მოდელებს იყენებენ სხვადასხვა თამაშებისთვის, მაგ. Playstation, X-Box.

http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/03/Samsung-3D-tv-8-serien-150x150.jpgსახლის კინოთეატრისთვის თქვენ დაგჭირდებათ ტელევიზორი  დიაგონალით 40″ (დიუმი) და მეტი. მაგრამ ასეთი მოდელების შეძენა სასურველია იმ შემთხვევაში თუ მანძილი მაყურებელსა და  ტელევიზორს შორის  3 მეტრი ან მეტია.

2. რეზოლუცია (გარჩევადობა): FullHD & HD Ready

ტელევიზორის ერთ-ერთი უმთავრესი ტექნიკური მახასიათებელი მატრიცის გარჩევადობაა, რომელიც აღინიშნება ორი ციფრით:  პირველი ციფრი აღნიშნავს – პიქსელის რაოდენობას ეკრანის სიგანეზე, ხოლო მეორე კი – სიმაღლეზე. რაც  უფრო მაღალია გარჩევადობა – მით  მეტია პიქსელების რაოდენობა ანუ ეკრანზე უფრო მკაფიო გამოსახულებას ხედავთ.

ბევრი თანამედროვე  ტელევიზორის სპეციფიკაში შეიძლება შევხვდეთ ტერმინებს Full HD & HD Ready. Full HD-ს შეესაბამება გარჩევადობა 1920×1080 პიქსელი, რაც იმას ნიშნავს, რომ  თქვენი ტელევიზორის ეკრანზე 2მლნ-მდე პიქსელია. (ეს 5-ჯერ უფრო  მეტია ვიდრე ჩვეულებრივი სატელევიზიო სიგნალი).   ეს მკაფიო გამოსახულების ფორმატია, რომელიც საშუალებას იძლევა უყუროთ გადაცემებს HDTV-ფორმატში, ხოლო  ვიდეოებს Blu-Ray დისკებიდან.

http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/03/samsungD8000Back-150x150.jpgHD Ready – ტელევიზორების ფორმატში (1366×768)  ეკრანზე პიქსელების რაოდენობა საშუალოდ 1მლნ-პიქსელია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ  შესაძლებელია მკაფიო გამოსახულების სიგნალის მიღება.

3. სიკაშკაშე, კონტრასტულობა და ხედვის კუთხე:

LCD-ტელევიზორების მნიშვნელოვანი მაჩვენებლები- სიკაშკაშე და კონტრასტულობა. ამ პარამეტრების ციფრები მეტყველებს ფერების ხარისხიან გადაცემაზე და სხვადასხვა განათების პირობებში ტელევიზორის კომფორტული ჩვენებაზე. ხედვის კუთხის სიგანეზე დამოკიდებული იქნება, რამდენად კარგად დაინახავთ გამოსახულებას თუ  დადგებით არა ეკრანის პირდაპირ არამედ ოდნავ გვერდით.

დავიწყოთ სიკაშკაშიდან: რაც უფრო მაღალია ამ პარამეტრის აღმნიშვნელი  ციფრი მით უფრო თავისუფალი არჩევანი გექნებათ იმისა თუ ოთახის რომელ ადგილას განათავსოთ LCD-ტელევიზორი. იმ შემთხვევაში თუ ტელევიზორის დადგმას აპირებთ ფანჯრის პირდაპირ ან მკაფიო  განათების პირობებში, მაგ. სამზარეულოში, აირჩიეთ უფრო მკაფიო მოდელი 450-დან 500კანდელი(სიკაშკაშის საზომი ერთეული) .

ტელევიზორის კონტრასტულობის მაჩვენებელი ციფრები მეტყველებენ თეთრ და შავ პიქსელებს შორის განსხვავებაზე. ტექნიკურ მახასიათებლებში ისინი აღინიშნებიან თანაფარდობით 100 : 1, ეს ნიშნავს რომ ყველაზე მკაფიო სურათები 100-ჯერ განსხვავდებიან მუქი სურათებისგან. აქედან გამომდინარე, რაც უფრო მაღალია პირველი ციფრი, მით უფრო მეტ სხვადასხვა სახის ფერთა კონტრასტს იხილავთ ეკრანზე. არსებობს კიდევ ერთი სახის კონტრასტის თანაფარდობა – დინამიური კონტრასტულობა. ეს მაჩვენებელი ყოველთვის უფრო მაღალია ვიდრე სტატისტიკური კონტრასტულობის ციფრები. ეს  არის მონიტორის  უნარი ავტომატურად შეცვალოს ნათელი ფერების სიკაშკაშე და მუქი ფერების სიღრმე გამოსახულების მიხედვით. მაღალი, დინამიური კონტრასტულობა  ვიზუალურად საგრძნობლად აფართოვებს გამოსახულების ფერად გამას.

http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/03/Sony_BRAVIA_NX800-150x150.jpgხშირ შემთხვევაში ტელევიზორს რამდენიმე ადამიანი ერთად უყურებს, შესაბამისად, ისინი სხდებიან ოთახის სხვადასხვა ადგილას და არა ეკრანის პირდაპირ.  უნდა გვახსოვდეს, რომ რამდენადაც დიდია ტელევიზორის ხედვის კუთხე, იმდენად კონტრასტულია გამოსახულება. მოდელებს, რომელთაც აქვთ ხედვის კუთხე 170 გრადუსზე ნაკლები,  მორგებულია ერთ მაყურებელზე. იმ შემთხვევაში თუ თქვენ გყავთ დიდი ოჯახი ან გიყვართ ტელევიზორის ყურება მეგობრებთან ერთად, მაშინ შეარჩიეთ ტელევიზორი, რომლის ხედვის კუთხე აღემატება 178 გრადუსს.

4. დაყოვნება:

LCD-ტელევიზორების მნიშვნელოვანი  მაჩვენებელი არის  პიქსელის აქტიურობის დრო. რამდენადაც ეს დრო მცირეა იმდენად სწრაფად შეიცვლება თითოეული პიქსელის გამჭვირვალობა, ხარისხის დაკარგვის გარეშე. საზომი ერთეული – მილიწამია (millisecond).

თუ დაყოვნება 8 მწ-ზე მეტია, შესამჩნევია ბუნდოვანი გამოსახულება. ტელევიზორებს დიდი დიაგონალით,  სასურველია ჰქონდეს 5მწ-ზე ნაკლები დაყოვნება.

ტექნოლოგია 100hz, რომელიც გამოიყენება ზოგიერთი მოდელის ტელევიზორებში ზრდის ინფორმაციის რაოდენობას, რომელიც აისახება ეკრანზე.  იმ შემთხვევაში თუ ორიგინალურ კადრებს დავამატებთ შუალედურ გამოსახულებას, მიიღება უმაღლესი ხარისხი.

5. TV-ტიუნერი (მიმღები):

ეს არის მოწყობილობა, რომელიც დეკოდირებას უკეთებს შემოსულ სიგნალს და გარდაქმნის მას “აღსაქმელ” გამოსახულებად. ადრე ტიუნერებს ამონტაჟებდნენ ყველა ტელევიზორში. ახლა კი მწარმოებელი ტოვებს არჩევანს ჩვენზე – გჭირდებათ თუ არა ტიუნერი და როგორი. სატელიტური და საკაბელო ტელევიზიის მომხმარებელისთვის, ტიუნერის არსებობა სავალდებულო არ არის. შეერთების ტიპის მიხედვით ტიუნერი შეიძლება იყოს: ანალოგური და ციფრული.

ჩამონტაჟებული ანუ ანალოგური ტიუნერი უფრო გავრცელებული ტიპია. მთავარი მისი უპირატესობა არის შეუმჩნეველობა და მარტივი გამოყენება. ყველა საჭირო კონექტორი  ტელევიზორის უკანა და გვერდითა პანელზეა განთავსებული.

გარე ტიუნერებს აქვთ რამდენიმე უპირატესობა, უპირველეს ყოვლისა, თქვენ დამოუკიდებლად შეგიძლიათ ამოირჩიოთ მწარმოებელი და ფორმატის ტიპები, მეორეც, არის საშუალება შევცვალოთ ტიუნერი უფრო თანამედროვე მოდელით. მსგავსი ტიუნერი ჩამონტაჟებულია ყველა LCD-ტელევიზორში, ის იღებს  სიგნალს ანტენით და შიფრავს მას. არსებობს სხვადასხვა ტიპის ციფრული ტიუნერი,  ყველაზე გავრცელებული სტანდარტი არის – DVB-T.

6. LCD-ტელევიზორების პორტები:

ტელევიზორი დღეს მარტო ანტენიანი ყუთი არაა, ეს ნამდვილი მულტიმედიური ცენტრია სახლში, რომელთანაც მიერთებულია პლეერები, სათამაშო კონსოლები, მეხსიერების ბარათები და ა.შ.. რაც უფრო მეტი ინტერფეისი ექნება თქვენს LCD-ტელევიზორს, მით მეტია მისი მოხმარების შესაძლებლობა.

ანალოგური კონექტორები: S-Video, კომპოზიტური, კომპონენტური და SCART, ეს პრაქტიკულად ყველა თანამედროვე ტელევიზორს აქვს, მაგრამ მათ მიერ გადაცემული სიგნალი არ არის საუკეთესო ხარისხის. ასე რომ, თუ გსურთ ისარგებლოთ თქვენი ტელევიზორის ყველა დამახასიათებელი თვისებით აირჩიეთ მოდელები ციფრული კონექტორით. DVI-პორტი კომპიუტერიდან ვიდეო სიგნალის მიღების საშუალებას მოგცემთ. თუ  გსურთ მიიღოთ მაქსიმალური ხარისხი, თქვენ გჭირდებათ ინტერფეისი-HDMI.

როგორ ავარჩიოთ LED ტელევიზორი

1. LCD და LED: LED ტექნოლოგიების უპირატესობები;

LCD ტელევიზორებმა უკვე მოასწრეს საკუთარი თავის წარმოჩენა საოჯახო ტექნიკის ბაზარზე,  ზოგიერთებს ამ მოდელებიდან საკმაოდ ღირსეული თვისებებიც  გააჩნიათ.  მაგრამ თუ გვსურს  ფერთა ხარისხიანი პალიტრა და უფრო მაღალი  კონტრასტი, სასურველია ყურადღება მივაქციოთ  ახალი თაობის ტექნოლოგიებს და არჩევანი გავაკეთოთ LED – ტელევიზორებზე. მით უმეტეს, რომ დღესდღეისობით ახალი თაობის ტელევიზორები ყველასთვის ხელმისაწვდომი ხდება.

რომ გავერკვეთ LED – ტელევიზორების უპირატესობებში LCD-ტელევიზორებთან შედარებით, უნდა განვასხვავოთ  მათი მუშაობის პრინციპები. (ფლუორესცენტული ლამპის) LCD – მატრიცის განათება ახალი თაობის ბრტყელპანელიან ტელევიზორებში ჩანაცვლებულია ათასი ცალკეული LED-ით (შუქდიოდებით).

LED ტექნოლოგიის დანერგვამ მწარმოებლებს საშუალება მისცა ტელევიზორი  კიდევ უფრო კონტრასტული, ბევრად უფრო განათებული ეკრანით, დახვეწილი დიზაინით, ეკოლოგიურად უსაფრთხო, ელექტროეკონომიური  და რაც მთავარია გამოსახულება რეალობასთან კიდევ უფრო მიახლოვებული გაეხადა.    LED-ტელევიზორების უპირატესობებიდან აღსანიშნავია – ვერცხლიცწყლის ნათურის ტექნოლოგიის არ არსებობა, რაც კიდევ უფრო ეკოლოგიურს ხდის ტელევიზორს და გაცილებით ხანგრძლივია, ქარხნული სამუშაო რესურსი. LED-ტელევიზორები 40%-ზე ნაკლებ ელექტრო ენერგიას ხარჯავენ, ვიდრე ისეთივე დიაგონალის მქონე  LCD-ტელევიზორები და კიდევ უფრო ნაკლებს პლაზმურ ტელევიზორებთან შედარებით. ამ ფაქტორებმა LED-განათების ტელევიზორებზე მოთხოვნა გაზარდა, რამაც მათზე ფასის დაწევა გამოიწვია. ამჟამად, ფასები LED-ტელევიზორებზე დიაგონალის მაშტაბის და ფუნქციონალურობის მიხედვით მერყეობს.

განათების ტიპები: სილამაზე და ფუნქციონალურობა

ყველა LED-ტელევიზორი  იყენებს ფერების სამფერიან ფილტრს RGB(Red, Green Blue-წითელი, მწვანე, ლურჯი),  გარდა SHARP-ისა. მხოლოდ SHARP-იყენებს ოთხფერიან ფილტრს, რომელშიც სტანდარტულ RGB ფილტრს კიდევ ერთი ყვითელი(y) ფერი აქ დამატებული(Yellow). SHARP-ის ოთხფერიანი ტექნოლოგია(RGBY)  Quattron-ის სახელით არის ცნობილი. QUATRON-ის ტელევიზორები გამოირჩევიან ძალიან დახვეწილი დიზაინით და მინიმუმამდე დაყვანილი სიღრმით. რაც შეეხება გამოსახულებას ძნელია მას რაიმე მინუსი ვუპოვოთ. ასევე ნებისმიერ სხვა ბრენდის ტელევიზორებთან შედარებით QUATRON-ის ტელევიზორები ყველაზე ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარენ.

ეკრანი: დიაგონალი და პარამეტრი

LED-ტელევიზორებს ამონტაჟებენ ფართო საცხოვრებელ და სასტუმრო ოთახებში. 40 დიუიმზე ნაკლები მოცულობის მოდელები იწარმოება მცირე რაოდენობით. ყველა ტელევიზორი LED განათებით, შეთავსებადია მაღალი სიხშირის სიგნალთან full HD და  HD Ready.

LCD-ტელევიზორებთან შედარებით LED-მოდელები წარმოებულია, ძირითადად, 40 დიუიმიანი დიაგონალით, ამიტომაც ისინი რეკომენდებულია  ფართო საცხოვრებელ ოთახებისა და სახლის კინოთეატრებისთვის, სადაც მანძილი ტელევიზორიდან მაყურებელამდე მოიცავს 3მ ან მეტს. შესაბამისად, LED- ის განათების  მქონე ტელევიზორის არჩევისას დარწმუნდით, რომ ოთახის მოცულობა უზრუნველყოფს კომფორტულ თვალიერებას.

გამოსახულების სხვა პარამეტრებიდან გამომდინარე განსაკუთრებული სირთულე LED-ტელევიზორების არჩევაში არ წარმოიქმნება. ამ მოწყობილობებს გააჩნიათ საოცრად კარგი ხედვის კუთხე, ასევე აქვთ კონტრასტულობის და სიკაშკაშის არაჩვეულებრივი მაჩვენებლები. LED-ტელევიზორის ყურება შეიძლება პრაქტიკულად ოთახის ნებისმიერი ადგილიდან . გარდა ამისა, ყველა LED-ტელევიზორს ახასიათებს მაღალი მკაფიოება Full HD (1920 x 1080პიქსელი) რის საფუძველძეც ვიღებთ ხარისხიან და დეტალურ გამოსახულებას. უფრო პატარა მოდელებში (40სმ-მდე) შეიძლება შეგვხვდეს  HD Ready (1366x768piksel). გარჩევადობის ტელევიზორებიც.

ულტრა თანამედროვე LED – ტელევიზორები, მათ შორის Samsung C7000,  3D ტექნოლოგიის მხარდაჭერით ქმნის  გამოსახულების განსაკუთრებულ ხარისხს- 3D კინოთეატრის ინოვაციურ შესაძლებლობებს თქვენთან სახლში. ეკრანზე გამოხატული გამოსახულება ხდება წარმოუდგენლად რეალისტური, ხოლო მოქმედება თითქოს თქვენს რეალურ სამყაროში ხდება. ყველაზე სასიამოვნოა კი ის არის, რომ ამ სერიის ტელევიზორებს შეუძლიათ ნებისმიერი ვიდეო სიგნალი გადაიყვანონ სამ განზომილებაში (თუნდაც ჩვენი დაბადების დღე).

სიგნალის წყაროები

განვიხილოთ LED-ტელევიზორების დამატებითი მახასიათებლები. დამატებითი მახასიათებლები  უშუალოდ დამოკიდებულია მოწყობილობებზე, რომლებიც უკავშირდება ამ ტელევიზორს და ასევე იმაზე თუ რისი ხილვა გვინდა ეკრანზე ანუ სიგნალის წყაროებზე. გარდა სტანდარტული ინტერფეისების – ვიდეო კამერების,  DVD – ფლეერების და ციფრული მოწობილობებისა  ტელევიზორების თანამედროვე მოდელები ინტეგრირდება სახლის კომპიუტერულ ქსელთან და ასევე LAN-ას გარეშე უკავშირდება ინტერნეტს.

ვიდეო და ფოტო გადაღების ენთუზიასტებს შეიძლება დააინტერესოს ფაილების წარმოსახვამ ციფრული გამავრცელებლებიდან. ციფრული ფოტო და ვიდეოკამერების საშუალებით მეხსიერების ბარათი ,,სლოტი”- დან ეკრანზე გამოისახება ფოტოები და ვიდეოები. USB-პორტიდან გადაიცემა მუსიკალური და ვიდეოფაილები.

ყველაზე თანამედროვე ვიდეოკამერების მოდელები პირდაპირ უერთდება ტელევიზორს სიგნალის გადამცემი ინტერფეისით-HDMI. თუ ერთი რომელიმე HDMI პორტი განთავსდება წინ ან გვერდით პანელზე, HDMI – მოწყობილობის მიერთება უფრო სწრაფი და მოსახერხებელი გახდება.

LED-ტელევიზორები რომლებიც თავსებადია DLNA- სტანდარტთან,  მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება თქვენი საშინაო ქსელისა-LAN: ფილმები, მუსიკა, სურათები კომპიუტერის მყარი დისკიდან პრობლემის გარეშე  წარმოისახება ფართეპანელიან ეკრანზე. ტელევიზორში არსებული  მონაცემთა გადაცემა ხდება უსადენო ინტერფეისით Wi-Fi, რაც არ საჭიროებს დამატებით საშუალებებს (შესასვლელებს და კაბელებს). ახალი თაობის LED-ტელევიზორები უკავშირდებიან ინტერნეტს..

[17:53:26] EXPRESSNEWS: როგორ ავარჩიოთ LCD (თხევადკრისტალური) ტელევიზორი

1. დიაგონალი:

LCD-ტელევიზორების შერჩევა უნდა დავიწყოთ მისი დიაგონალის ზომის განსაზღვრით. სამზარეულოს ან საბავშვო ოთახს კარგად ერგება  LCD-ტელევიზორები, რომელთა დიაგონალი არის 19-20″ დიუმი(1დიუმი= 2.54სმ)  საძინებელსა და სასტუმრო ოთახისთვის ოპტიმალურია 26-37″(დიუმი),   ხოლო სახლის კინოთეატრისთვის ამოირჩიეთ ტელევიზორები 40″(დიუმიდან ზემოთ).

თქვენ გჭირდებათ ტელევიზორი საძინებელში ან სასტუმრო ოთახში, რომლის კვადრატულობა 10კვ. მეტრიდან იწყება?! შეარჩიეთ მოდელები, რომელთა ეკრანის დიაგონალი არის 26, 32, 37 დიუმი და მეტი. საერთოდ, ასეთ ტელევიზორებში ჩვეულებრივ მეტი ფუნქციაა, ასევე ამ მოდელებს იყენებენ სხვადასხვა თამაშებისთვის, მაგ. Playstation, X-Box.

სახლის კინოთეატრისთვის თქვენ დაგჭირდებათ ტელევიზორი  დიაგონალით 40″ (დიუმი) და მეტი. მაგრამ ასეთი მოდელების შეძენა სასურველია იმ შემთხვევაში თუ მანძილი მაყურებელსა და  ტელევიზორს შორის  3 მეტრი ან მეტია.

2. რეზოლუცია (გარჩევადობა): FullHD & HD Ready

ტელევიზორის ერთ-ერთი უმთავრესი ტექნიკური მახასიათებელი მატრიცის გარჩევადობაა, რომელიც აღინიშნება ორი ციფრით:  პირველი ციფრი აღნიშნავს – პიქსელის რაოდენობას ეკრანის სიგანეზე, ხოლო მეორე კი – სიმაღლეზე. რაც  უფრო მაღალია გარჩევადობა – მით  მეტია პიქსელების რაოდენობა ანუ ეკრანზე უფრო მკაფიო გამოსახულებას ხედავთ.

ბევრი თანამედროვე  ტელევიზორის სპეციფიკაში შეიძლება შევხვდეთ ტერმინებს Full HD & HD Ready. Full HD-ს შეესაბამება გარჩევადობა 1920×1080 პიქსელი, რაც იმას ნიშნავს, რომ  თქვენი ტელევიზორის ეკრანზე 2მლნ-მდე პიქსელია. (ეს 5-ჯერ უფრო  მეტია ვიდრე ჩვეულებრივი სატელევიზიო სიგნალი).   ეს მკაფიო გამოსახულების ფორმატია, რომელიც საშუალებას იძლევა უყუროთ გადაცემებს HDTV-ფორმატში, ხოლო  ვიდეოებს Blu-Ray დისკებიდან.

HD Ready – ტელევიზორების ფორმატში (1366×768)  ეკრანზე პიქსელების რაოდენობა საშუალოდ 1მლნ-პიქსელია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ  შესაძლებელია მკაფიო გამოსახულების სიგნალის მიღება.

3. სიკაშკაშე, კონტრასტულობა და ხედვის კუთხე:

LCD-ტელევიზორების მნიშვნელოვანი მაჩვენებლები- სიკაშკაშე და კონტრასტულობა. ამ პარამეტრების ციფრები მეტყველებს ფერების ხარისხიან გადაცემაზე და სხვადასხვა განათების პირობებში ტელევიზორის კომფორტული ჩვენებაზე. ხედვის კუთხის სიგანეზე დამოკიდებული იქნება, რამდენად კარგად დაინახავთ გამოსახულებას თუ  დადგებით არა ეკრანის პირდაპირ არამედ ოდნავ გვერდით.

დავიწყოთ სიკაშკაშიდან: რაც უფრო მაღალია ამ პარამეტრის აღმნიშვნელი  ციფრი მით უფრო თავისუფალი არჩევანი გექნებათ იმისა თუ ოთახის რომელ ადგილას განათავსოთ LCD-ტელევიზორი. იმ შემთხვევაში თუ ტელევიზორის დადგმას აპირებთ ფანჯრის პირდაპირ ან მკაფიო  განათების პირობებში, მაგ. სამზარეულოში, აირჩიეთ უფრო მკაფიო მოდელი 450-დან 500კანდელი(სიკაშკაშის საზომი ერთეული) .

ტელევიზორის კონტრასტულობის მაჩვენებელი ციფრები მეტყველებენ თეთრ და შავ პიქსელებს შორის განსხვავებაზე. ტექნიკურ მახასიათებლებში ისინი აღინიშნებიან თანაფარდობით 100 : 1, ეს ნიშნავს რომ ყველაზე მკაფიო სურათები 100-ჯერ განსხვავდებიან მუქი სურათებისგან. აქედან გამომდინარე, რაც უფრო მაღალია პირველი ციფრი, მით უფრო მეტ სხვადასხვა სახის ფერთა კონტრასტს იხილავთ ეკრანზე. არსებობს კიდევ ერთი სახის კონტრასტის თანაფარდობა – დინამიური კონტრასტულობა. ეს მაჩვენებელი ყოველთვის უფრო მაღალია ვიდრე სტატისტიკური კონტრასტულობის ციფრები. ეს  არის მონიტორის  უნარი ავტომატურად შეცვალოს ნათელი ფერების სიკაშკაშე და მუქი ფერების სიღრმე გამოსახულების მიხედვით. მაღალი, დინამიური კონტრასტულობა  ვიზუალურად საგრძნობლად აფართოვებს გამოსახულების ფერად გამას.

ხშირ შემთხვევაში ტელევიზორს რამდენიმე ადამიანი ერთად უყურებს, შესაბამისად, ისინი სხდებიან ოთახის სხვადასხვა ადგილას და არა ეკრანის პირდაპირ.  უნდა გვახსოვდეს, რომ რამდენადაც დიდია ტელევიზორის ხედვის კუთხე, იმდენად კონტრასტულია გამოსახულება. მოდელებს, რომელთაც აქვთ ხედვის კუთხე 170 გრადუსზე ნაკლები,  მორგებულია ერთ მაყურებელზე. იმ შემთხვევაში თუ თქვენ გყავთ დიდი ოჯახი ან გიყვართ ტელევიზორის ყურება მეგობრებთან ერთად, მაშინ შეარჩიეთ ტელევიზორი, რომლის ხედვის კუთხე აღემატება 178 გრადუსს.

4. დაყოვნება:

LCD-ტელევიზორების მნიშვნელოვანი  მაჩვენებელი არის  პიქსელის აქტიურობის დრო. რამდენადაც ეს დრო მცირეა იმდენად სწრაფად შეიცვლება თითოეული პიქსელის გამჭვირვალობა, ხარისხის დაკარგვის გარეშე. საზომი ერთეული – მილიწამია (millisecond).

თუ დაყოვნება 8 მწ-ზე მეტია, შესამჩნევია ბუნდოვანი გამოსახულება. ტელევიზორებს დიდი დიაგონალით,  სასურველია ჰქონდეს 5მწ-ზე ნაკლები დაყოვნება.

ტექნოლოგია 100hz, რომელიც გამოიყენება ზოგიერთი მოდელის ტელევიზორებში ზრდის ინფორმაციის რაოდენობას, რომელიც აისახება ეკრანზე.  იმ შემთხვევაში თუ ორიგინალურ კადრებს დავამატებთ შუალედურ გამოსახულებას, მიიღება უმაღლესი ხარისხი.

5. TV-ტიუნერი (მიმღები):

ეს არის მოწყობილობა, რომელიც დეკოდირებას უკეთებს შემოსულ სიგნალს და გარდაქმნის მას “აღსაქმელ” გამოსახულებად. ადრე ტიუნერებს ამონტაჟებდნენ ყველა ტელევიზორში. ახლა კი მწარმოებელი ტოვებს არჩევანს ჩვენზე – გჭირდებათ თუ არა ტიუნერი და როგორი. სატელიტური და საკაბელო ტელევიზიის მომხმარებელისთვის, ტიუნერის არსებობა სავალდებულო არ არის. შეერთების ტიპის მიხედვით ტიუნერი შეიძლება იყოს: ანალოგური და ციფრული.

ჩამონტაჟებული ანუ ანალოგური ტიუნერი უფრო გავრცელებული ტიპია. მთავარი მისი უპირატესობა არის შეუმჩნეველობა და მარტივი გამოყენება. ყველა საჭირო კონექტორი  ტელევიზორის უკანა და გვერდითა პანელზეა განთავსებული.

გარე ტიუნერებს აქვთ რამდენიმე უპირატესობა, უპირველეს ყოვლისა, თქვენ დამოუკიდებლად შეგიძლიათ ამოირჩიოთ მწარმოებელი და ფორმატის ტიპები, მეორეც, არის საშუალება შევცვალოთ ტიუნერი უფრო თანამედროვე მოდელით. მსგავსი ტიუნერი ჩამონტაჟებულია ყველა LCD-ტელევიზორში, ის იღებს  სიგნალს ანტენით და შიფრავს მას. არსებობს სხვადასხვა ტიპის ციფრული ტიუნერი,  ყველაზე გავრცელებული სტანდარტი არის – DVB-T.

6. LCD-ტელევიზორების პორტები:

ტელევიზორი დღეს მარტო ანტენიანი ყუთი არაა, ეს ნამდვილი მულტიმედიური ცენტრია სახლში, რომელთანაც მიერთებულია პლეერები, სათამაშო კონსოლები, მეხსიერების ბარათები და ა.შ.. რაც უფრო მეტი ინტერფეისი ექნება თქვენს LCD-ტელევიზორს, მით მეტია მისი მოხმარების შესაძლებლობა.

ანალოგური კონექტორები: S-Video, კომპოზიტური, კომპონენტური და SCART, ეს პრაქტიკულად ყველა თანამედროვე ტელევიზორს აქვს, მაგრამ მათ მიერ გადაცემული სიგნალი არ არის საუკეთესო ხარისხის. ასე რომ, თუ გსურთ ისარგებლოთ თქვენი ტელევიზორის ყველა დამახასიათებელი თვისებით აირჩიეთ მოდელები ციფრული კონექტორით. DVI-პორტი კომპიუტერიდან ვიდეო სიგნალის მიღების საშუალებას მოგცემთ. თუ  გსურთ მიიღოთ მაქსიმალური ხარისხი, თქვენ გჭირდებათ ინტერფეისი-HDMI.

როგორ ავარჩიოთ LED ტელევიზორი

1. LCD და LED: LED ტექნოლოგიების უპირატესობები;

LCD ტელევიზორებმა უკვე მოასწრეს საკუთარი თავის წარმოჩენა საოჯახო ტექნიკის ბაზარზე,  ზოგიერთებს ამ მოდელებიდან საკმაოდ ღირსეული თვისებებიც  გააჩნიათ.  მაგრამ თუ გვსურს  ფერთა ხარისხიანი პალიტრა და უფრო მაღალი  კონტრასტი, სასურველია ყურადღება მივაქციოთ  ახალი თაობის ტექნოლოგიებს და არჩევანი გავაკეთოთ LED – ტელევიზორებზე. მით უმეტეს, რომ დღესდღეისობით ახალი თაობის ტელევიზორები ყველასთვის ხელმისაწვდომი ხდება.

რომ გავერკვეთ LED – ტელევიზორების უპირატესობებში LCD-ტელევიზორებთან შედარებით, უნდა განვასხვავოთ  მათი მუშაობის პრინციპები. (ფლუორესცენტული ლამპის) LCD – მატრიცის განათება ახალი თაობის ბრტყელპანელიან ტელევიზორებში ჩანაცვლებულია ათასი ცალკეული LED-ით (შუქდიოდებით).

LED ტექნოლოგიის დანერგვამ მწარმოებლებს საშუალება მისცა ტელევიზორი  კიდევ უფრო კონტრასტული, ბევრად უფრო განათებული ეკრანით, დახვეწილი დიზაინით, ეკოლოგიურად უსაფრთხო, ელექტროეკონომიური  და რაც მთავარია გამოსახულება რეალობასთან კიდევ უფრო მიახლოვებული გაეხადა.    LED-ტელევიზორების უპირატესობებიდან აღსანიშნავია – ვერცხლიცწყლის ნათურის ტექნოლოგიის არ არსებობა, რაც კიდევ უფრო ეკოლოგიურს ხდის ტელევიზორს და გაცილებით ხანგრძლივია, ქარხნული სამუშაო რესურსი. LED-ტელევიზორები 40%-ზე ნაკლებ ელექტრო ენერგიას ხარჯავენ, ვიდრე ისეთივე დიაგონალის მქონე  LCD-ტელევიზორები და კიდევ უფრო ნაკლებს პლაზმურ ტელევიზორებთან შედარებით. ამ ფაქტორებმა LED-განათების ტელევიზორებზე მოთხოვნა გაზარდა, რამაც მათზე ფასის დაწევა გამოიწვია. ამჟამად, ფასები LED-ტელევიზორებზე დიაგონალის მაშტაბის და ფუნქციონალურობის მიხედვით მერყეობს.

განათების ტიპები: სილამაზე და ფუნქციონალურობა

ყველა LED-ტელევიზორი  იყენებს ფერების სამფერიან ფილტრს RGB(Red, Green Blue-წითელი, მწვანე, ლურჯი),  გარდა SHARP-ისა. მხოლოდ SHARP-იყენებს ოთხფერიან ფილტრს, რომელშიც სტანდარტულ RGB ფილტრს კიდევ ერთი ყვითელი(y) ფერი აქ დამატებული(Yellow). SHARP-ის ოთხფერიანი ტექნოლოგია(RGBY)  Quattron-ის სახელით არის ცნობილი. QUATRON-ის ტელევიზორები გამოირჩევიან ძალიან დახვეწილი დიზაინით და მინიმუმამდე დაყვანილი სიღრმით. რაც შეეხება გამოსახულებას ძნელია მას რაიმე მინუსი ვუპოვოთ. ასევე ნებისმიერ სხვა ბრენდის ტელევიზორებთან შედარებით QUATRON-ის ტელევიზორები ყველაზე ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარენ.

ეკრანი: დიაგონალი და პარამეტრი

LED-ტელევიზორებს ამონტაჟებენ ფართო საცხოვრებელ და სასტუმრო ოთახებში. 40 დიუიმზე ნაკლები მოცულობის მოდელები იწარმოება მცირე რაოდენობით. ყველა ტელევიზორი LED განათებით, შეთავსებადია მაღალი სიხშირის სიგნალთან full HD და  HD Ready.

LCD-ტელევიზორებთან შედარებით LED-მოდელები წარმოებულია, ძირითადად, 40 დიუიმიანი დიაგონალით, ამიტომაც ისინი რეკომენდებულია  ფართო საცხოვრებელ ოთახებისა და სახლის კინოთეატრებისთვის, სადაც მანძილი ტელევიზორიდან მაყურებელამდე მოიცავს 3მ ან მეტს. შესაბამისად, LED- ის განათების  მქონე ტელევიზორის არჩევისას დარწმუნდით, რომ ოთახის მოცულობა უზრუნველყოფს კომფორტულ თვალიერებას.

გამოსახულების სხვა პარამეტრებიდან გამომდინარე განსაკუთრებული სირთულე LED-ტელევიზორების არჩევაში არ წარმოიქმნება. ამ მოწყობილობებს გააჩნიათ საოცრად კარგი ხედვის კუთხე, ასევე აქვთ კონტრასტულობის და სიკაშკაშის არაჩვეულებრივი მაჩვენებლები. LED-ტელევიზორის ყურება შეიძლება პრაქტიკულად ოთახის ნებისმიერი ადგილიდან . გარდა ამისა, ყველა LED-ტელევიზორს ახასიათებს მაღალი მკაფიოება Full HD (1920 x 1080პიქსელი) რის საფუძველძეც ვიღებთ ხარისხიან და დეტალურ გამოსახულებას. უფრო პატარა მოდელებში (40სმ-მდე) შეიძლება შეგვხვდეს  HD Ready (1366x768piksel). გარჩევადობის ტელევიზორებიც.

ულტრა თანამედროვე LED – ტელევიზორები, მათ შორის Samsung C7000,  3D ტექნოლოგიის მხარდაჭერით ქმნის  გამოსახულების განსაკუთრებულ ხარისხს- 3D კინოთეატრის ინოვაციურ შესაძლებლობებს თქვენთან სახლში. ეკრანზე გამოხატული გამოსახულება ხდება წარმოუდგენლად რეალისტური, ხოლო მოქმედება თითქოს თქვენს რეალურ სამყაროში ხდება. ყველაზე სასიამოვნოა კი ის არის, რომ ამ სერიის ტელევიზორებს შეუძლიათ ნებისმიერი ვიდეო სიგნალი გადაიყვანონ სამ განზომილებაში (თუნდაც ჩვენი დაბადების დღე).

სიგნალის წყაროები

განვიხილოთ LED-ტელევიზორების დამატებითი მახასიათებლები. დამატებითი მახასიათებლები  უშუალოდ დამოკიდებულია მოწყობილობებზე, რომლებიც უკავშირდება ამ ტელევიზორს და ასევე იმაზე თუ რისი ხილვა გვინდა ეკრანზე ანუ სიგნალის წყაროებზე. გარდა სტანდარტული ინტერფეისების – ვიდეო კამერების,  DVD – ფლეერების და ციფრული მოწობილობებისა  ტელევიზორების თანამედროვე მოდელები ინტეგრირდება სახლის კომპიუტერულ ქსელთან და ასევე LAN-ას გარეშე უკავშირდება ინტერნეტს.

ვიდეო და ფოტო გადაღების ენთუზიასტებს შეიძლება დააინტერესოს ფაილების წარმოსახვამ ციფრული გამავრცელებლებიდან. ციფრული ფოტო და ვიდეოკამერების საშუალებით მეხსიერების ბარათი ,,სლოტი”- დან ეკრანზე გამოისახება ფოტოები და ვიდეოები. USB-პორტიდან გადაიცემა მუსიკალური და ვიდეოფაილები.

ყველაზე თანამედროვე ვიდეოკამერების მოდელები პირდაპირ უერთდება ტელევიზორს სიგნალის გადამცემი ინტერფეისით-HDMI. თუ ერთი რომელიმე HDMI პორტი განთავსდება წინ ან გვერდით პანელზე, HDMI – მოწყობილობის მიერთება უფრო სწრაფი და მოსახერხებელი გახდება.

LED-ტელევიზორები რომლებიც თავსებადია DLNA- სტანდარტთან,  მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება თქვენი საშინაო ქსელისა-LAN: ფილმები, მუსიკა, სურათები კომპიუტერის მყარი დისკიდან პრობლემის გარეშე  წარმოისახება ფართეპანელიან ეკრანზე. ტელევიზორში არსებული  მონაცემთა გადაცემა ხდება უსადენო ინტერფეისით Wi-Fi, რაც არ საჭიროებს დამატებით საშუალებებს (შესასვლელებს და კაბელებს). ახალი თაობის LED-ტელევიზორები უკავშირდებიან ინტერნეტს..

argumenti.ge

 

argumenti.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...