planetanews Posted March 12, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 12, 2012 http://rustavi2.com/news_photos/03_12/60234.jpg საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენელთა ვიზიტის შესახებ ისაუბრა. ევროკომისიის მისია თბილისში დღეს ჩამოდის და ის ექსპერტების დონეზე იქნება წარმოდგენილი. ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრებზე საუბრის ძირითადი თემა იქნება ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და ლიბერალიზაციის შესაძლებლობის შესწავლა, კერძოდ, საკითხი შეეხება უსაფრთხოებასა და საზღვრის მართვას. `ვიზიტის მთავარი მიზანია ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ვიზა-ლიბერალიზაციისა და რეადმისიის შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხი. 2011 წლის 1 დეკემბერს, როდესაც საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საბჭო გაიმართა, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ 2012 წლის ზაფხულამდე სავიზო დიალოგის გახსნის შესაძლებლობა უნდა განხილულიყო. შესაბამისად, მართლაც შესაძლებელი იქნება თუ არა ამ დიალოგის გახსნა, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა შეფასებას გააკეთებს ექსპერტთა ჯგუფი,`- განაცხადა ნინო კალანდაძემ.ტრადიციულ ბრიფინგზე კომენტარი გაკეთდა კანადაში დაღუპული მარიამ მახნიაშვილის გადმოსვენების საკითხზეც. ნინო კალანდაძის განცხადებით, საქართველოს დიპლომატიური მისია აქტიურად არის ჩართული ამ საქმეში და ისინი აუცილებლად დაიცავენ ოჯახის ინტერესებს. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts