Jump to content
Planeta.Ge

ერორი- კახეთის რეაბილიტაციის პროექტი გახსნილად გამოცხადდა


Recommended Posts

http://rustavi2.com/news_photos/03_12/60236.jpg

 

საქართველოს პრეზიდენტმა კახეთის რეაბილიტაციის პროგრამა გახსნილად გამოაცხადა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პროექტისათვის 120 მილიონი ლარი დაიხარჯება, საიდანაც ნაწილი მთავრობის, ნაწილი მსოფლიო ბანკისა და ნაწილიც სხვადასხვა ფონდების თანხები იქნება, თანხა კი უახლოეს წლებში გახუთმაგდება.

პროექტის ფარგლებში მოხდება 140 შენობის რეაბილიტაცია და ახალი სკვერებისა და ბაღების მშენებლობა. თელავში სრულიად გამოიცვლება მიწიქვეშა კომუნიკაცია, განხორციელდება ისტორიული შენობების ღობე-გალავნების რესტავრაცია. მიხეილ სააკაშვილის განმარტებით, კახეთში დამონტაჟდება თანამედროვე განათების სიტემები. თელავი უზრუნველყოფილი იქნება ოპტიკური ინტერნეტით. ქალაქში შენდება ასევე იუსტიციის სახლი.

როგორც პრეზიდენტმა განმარტა, ყვარელში 6 ახალი სასტუმრო შენდება და კეთდება ყველა ქუჩა. გურჯანში დაგეგმილია ახტალის კურორტის რეაბილიტაცია და ახალი საუცურაო აუზის მშენებლობა. წელსვე დაიწყება თუშეთის გზის რეაბილიტაცია.

პროექტის ფარგლებში, რეკონსტრუქცია ჩაუტარდება 150-მდე სახლს და 50-მდე საზოგადოებრივი დანიშნულების შენობას, მათ შორის, მუსიკალურ და სამხატვრო სკოლებს, მთლიანად შეიცვლება თეატრის წინა ფასადი, გუბერნიის ძველი შენობა ჩანაცვლდება ზამთრის სასახლის ტიპის ნაგებობით. ამას გარდა, განახლდება თელავის 9 ქუჩა, 2 ცენტრალური და 3 პატარა მოედანი; კეთილმოეწყობა 6 სკვერი და ცენტრალური - ნადიკვარის პარკი; მთლიანად გამოიცვლება საკომუნიკაციო სისტემები.

რეაბილიტაციის პროცესი შემოდგომისთვის დასრულდება, რის შედეგადაც ქალაქის იერსახე მთლიანად შეიცვლება. საგულისხმოა, რომ სამშენებლო სამუშაოებზე 3 ათასამდე სხვადასხვა სპეციალისტი დასაქმდება.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...