Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - კონტროლის პალატას სახელწოდება შეეცვლება, ფუნქციები - არა


Recommended Posts

საქართველოს კონტროლის პალატას სახელწოდება შეეცვლება. ამ საკითხზე დღეს, 12 მარტს პარლამენტში გამართულ ბიუროს სხდომაზე შევიდა საქართველოს პარლამენტის წევრების საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი  „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“.

კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს კონტროლის პალატის სახელწოდების შეცვლას. საქართველოს კონტროლის პალატას დაერქმევა აუდიტისა და ფინანსური გამჭვირვალობის უმაღლესი პალატა.

„უნდა მოხდეს იმ ფუნქციების, ამოცანების, რაც დღეს კონტროლის პალატას აქვს კანონის შესაბამისად, ასახვა სახელწოდებაში,“ – განმარტა უმრავლესობის წევრმა, ვიცე–სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა.

მისი თქმით, წლების განმავლობაში მიმდინარეობდა რეფორმები კონტროლის პალატაში და ამ რეფორმების შედეგად მოხდა იმ საკითხების გაფართოება, რითიც დაკავებულია კონტროლის პალატა.

„როდესაც კონტროლის პალატა ჩამოყალიბდა 90 წლების დასაწყისში, დღეს ამ ორგანოს გაცილებით მეტი ფუნქციები აქვს, მათ შორის არის  აუდიტის ფუნქციები. შესაბამისად, აბსოლიტურად ადეკვატურია, სახელწოდება შეესაბამებოდეს იმ ფუნქციებსა და საქმიანობას, რასაც კონტროლის პალატა ახორციელებს. ამიტომ ეს არის ამ რეფორმის ერთ–ერთი ნაბიჯი, რომელიც საჭიროებს საქართველოს კანონსა და კონსტიტუციაში ცვლილებას,“ – განმარტა მაჭავარიანმა.

კონტროლის პალატის სახელწოდების შეცვლის ინიციატივა საპარლამენტო უმრავლესობას ეკუთვნის.

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...