Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - კონტროლის პალატამ ”ქართუ ბანკი” 822 ათასით დააჯარიმა


Recommended Posts

დღეს, 12 მარტს, კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ბიძინა ივანიშვილის ”ქართუ ბანკი” 822 040 ლარით დააჯარიმა. ინფორმაციას თავად კონტროლის პალატა ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ,ქართუ ბანკმა“ თავის თანამშრომლებს ჩაურიცხა დიდი ოდენობით პრემია - 82 204 ლარი, ამ თანხის ,,საზოგადოებრივი მოძრაობა - "ქართული ოცნებისთვის“ შემდგომი გადარიცხვის მიზნით. კონტროლის პალატამ აღნიშნული სქემა ”კორუფციულად” შეაფასა.

"ქართუ ბანკი" მიმდინარე წლის 5 მარტს ერთი და იგივე მიზეზით ორმა თანამშრომელმა - რამაზ ქურდაძემ და ზვიად ხუხუნაშვილმა– დატოვა. ისინი ამბობენ, რომ მათ საბანკო ანგარიშზე "ალოგიკურად მაღალი ოდენობის პრემია" დაირიცხა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მოძრაობის ანგარიშზე უნდა გადაერიცხათ, რაც არ გააკეთეს. თანხები მათ ანგარიშზე 8 თებერვალს ჩაირიცხა, მაგრამ  ამის თაობაზე ინფორმაცია მხოლოდ დღეს გახადეს საჯარო.

კონტროლის პალატის ცნობით, ქურდაძემ პრემიის სახით მიიღო  44 400 ლარი, ხოლო  ხუხუნეიშვილმა - 37 804 ლარი.

რამაზ ქურდაძე "ქართუ ბანკში" დაარსების დღიდან მუშაობდა. როგორც "ნეტგაზეთისთვის" გახდა ცნობილი, ის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ირინე ქურდაძის ძმაა. ამ უკანასკნელის მეუღლე კი, ირაკლი კობალაძე, საქართველოს მთავარ პროკურატურაში მუშაობს პროკურორად.

ზვიად ხუხუნაშვილი "ქართუ ბანკში" 2004 წლიდან დღემდე მუშაობდა. "ნეტგაზეთის" ინფორმაციით, მისი მეუღლე გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომელია.

ამავე თემაზე:

ვინ არიან "ქართუ ბანკიდან" წასული თანამშრომლები

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...