Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - ”მაესტროს” საინფორმაციო სამსახურის უფროსი გადადგა


Recommended Posts

/get_img?ImageId=5398

ტელეკომპანია ”მაესტროს” საინფორმაციო სამსახურის უფროსი თამარ რუხაძე თანამდებობიდან გადადგა, თუმცა თავის მოვალეობას დაახლოებით კიდევ ერთი კვირის მანძილზე შეასრულებს. ამის შესახებ ”ნეტგაზეთს” თამარ რუხაძემ განუცხადა.

თამარ რუხაძის თქმით, ეს იყო თავისი პირადი გადაწყვეტილება, მისთვის სამსახურიდან წასვლა არ მოუთხოვიათ ტელეკომპანიის მფლობელებსა და ხელმძღვანელებს და მათ შორის კონფლიქტი არ ყოფილა. ჟურნალისტი თავის საქმიანობას სტუდია GNS-ში გააგრძელებს.

”მე ვარ სტუდია GNS-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ამ ეტაპზე გადავწყვიტე, რომ ჩემი ძალები ახლა მას მოვახმარო,” - ამბობს ”მაესტროს” საინფორმაციო სამსახურის უკვე ყოფილი უფროსი. მისივე თქმით, ტელეარხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის პოსტს დროებით ”მაესტროს” რომელიმე თანამშრომელი დაიკავებს.

”რუსთავის მედიის მართვის კომპანიასთან” წარმოქმნილი პრობლემების გამო ტელეკომპანია ”მაესტრო” უკვე რამდენიმე თვეა საგანგებო რეჟიმში რადიო ”მაესტროს” შენობიდან მაუწყებლობს. 13 მარტიდან ტელეარხი ახალ ოფისში, დიღომში გადადის, ამავე დღიდან კი სატელიტზეც დაბრუნდება. დაახლოებით ორ თვეში კი ტელეარხის სამაუწყებლო ბადის განახლებაც იგეგმება.

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...