planetanews Posted March 12, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 12, 2012 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე, ისრაელში სპეციალური ვიზიტით იმყოფება. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს დღევანდელ, ტრადიციულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ აღნიშნა, პარლამენტის თავმჯდომარე ვიზიტისას იერუსალიმის ჯვრის მონასტრის საკითხს უკვე ოფიციალურად დასვამს. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარე ისრაელში დღეს გაემგზავრა და ვიზიტი 5 დღეს გასტანს მათივე ცნობით, პროგრამა– თუ კონკრეტულად ვის და როდის შეხვდება პარლამენტის თავმჯდომარე, აგრეთვე, ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვისთან დასვამს დავით ბაქრაძე ჯვრის მონასტრის საკითხს–ხვალისთვის გახდება ცნობილი. იმის შესახებ, რომ იერუსალიმის მონასტრის დაბრუნებაზე სპეციალური ჯგუფი მუშაობს, მიხეილ სააკაშვილმა 25 თებერვალს გორში, თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მოლაპარაკებები დაადასტურა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკა რურუამაც, თუმცა განაცხადა, რომ რეზულტატის უსაფრთხოების მიზნით ჯგუფის წევრების ვინაობა გასაიდუმლოებული დარჩებოდა. მოლაპარაკებების შესახებ საქმის კურსში არ ყოფილა საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე. იერუსალიმში ვიზიტის შემდეგ მისმა მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა ნეტგაზეთთან საუბრისას აღნიშნა, რომ ვიზიტის ფარგლებში ჯვრის მონასტერთან დაკავშირებით არ უსაუბრიათ. ჯვრის მონასტრის გადმოცემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები საინფორმაციო პორტალ “იზრუსთან” საუბრისას უარყვეს ისრაელის მთავრობის წარმომადგენლებმა და იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილე III–მ. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts