planetanews Posted March 12, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 12, 2012 http://saqinform.ge/images/stories/analitics/eric-fournier.jpgთბილისი, 12 მარტი, საქინფორმი. როგორც საქინფორმის მკითხველი გივი მომცელიძე სოციალურ ქსელ „Facebook“-ის გვერდზე აქვეყნებს, საფრანგეთის ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ერიკ ფურნიე 2012 წლის თებერვალში ჩაანაცვლეს რენო სალენსით (ყოფილი დიპლომატი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანში).<span style="font-size: 10pt;" />მკითხველის აზრით, მისი მოღვაწეობა ამ ქვეყანაში არ დასრულებულა – ყოფილი ელჩი ერიკ ფურნიე შესაძლოა, ივანიშვილის მრჩეველი გახდეს საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში – ამის შესახებ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს ივანიშვილის პრესსამსახური. „ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, შემოთავაზება პირადად ივანიშვილისაგან მიიღო ჯერ კიდევ დეკემბერში და საუბარი იმდენად სერიოზული იყო, რომ ფურნიემ საშობაო არდადეგებიც კი არ გაატარა ოჯახთან ერთად, ის საქართველოში იმყოფებოდა და მოლაპარაკებებს აწარმოებდა ივანიშვილთან, – წერს ბატონი მომცელიძე. – ამბობენ, რომ ივანიშვილისაგან ამ შემოთავაზებას ფურნიე არ დათანხმდებოდა, რომ არა მისი და ივანიშვილის საერთო მეგობრის, საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის პირადი თხოვნაც, რომელმაც მწვანე შუქი აუნთო ამ შეთავაზებას“. საქინფორმი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts