planetanews Posted March 12, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 12, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/Kalandadze-2-300x1992.jpgსაქართველოსა და თურქეთს შორის ბათუმში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით ხელმოსაწერად გამზადებული დოკუმენტი არ არსებობს.ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.მისი თქმით, მოლაპარაკებები ჯერ მიმდინარეობის პროცესშია და ამიტომ არ არსებობს არც ხელმოწერილი და არც ხელმოსაწერი დოკუმენტი.“არც ხელმოწერილი დოკუმენტი არსებობს და არც მზა დოკუმენტი, რომელიც უკვე ხელმოსაწერად მზად იქნებოდა. ჯერ კიდევ მიმდინარეობს უწყებათაშორისი მოლაპარაკება ორ სახელმწიფოს შორის”, – განაცხადა ნინო კალანდაძემ.ამასთან, წინა კვირას მთავრობის სხდომის შემდეგ კულტურის მინისტრმა ნიკა რურუამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქართული მხარე თურქულ მხარესთან აზიზიეს მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით ხელშეკრულებას ხელს მოაწერს.მინისტრის განმარტებით, აზიზიეს მეჩეთი აშენდება იქ, სადაც საქართველოს მთავრობა გადაწყვეტს. მინისტრის თქმით, ეს საკითხი ოშკის ფიზიკურად გადარჩენის თემაზეა მიბმული.“ოშკი არის ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლი. და მისი დანგრევის პასუხისმგებლობას, ბუნებრივია, ვერ გავექცევით. ამიტომ, ეს არის გადასარჩენი და ამის სანაცვლოდ თურქული მხარე ითხოვს, საქართველოს ტერიტორიაზე ძალიან მცირე მეჩეთის აშენების უფლებას იქ, სადაც მათ ადგილობრივი ხელისუფლება მიუთითებს. ვფიქრობ, ეს ნაბიჯი არის გადასადგმელი და ჩვენ ამ ხელშეკრულებას ხელს მოვაწერთ”, _ განაცხადა ნიკა რურუამ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts