planetanews Posted March 12, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 12, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/12/xidasheli-tina-300x1991.jpgკოალიცია „ქართული ოცბნების“ წევრის, რესპუბლიკელების ერთ-ერთი ლიდერის თინათინ ხიდაშელის განცხადებით, საქართველოს ყველა რაიონსა თუ ქალაქში, მათ აქტივისტებზე მიმდინარეობს ტერორი.მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც მათ აქტივისტებთან მიდიოდნენ, ამბობდნენ, რომ იყვნენ კონტროლის პალატის წარმომადგენლები, თუმცა მისივე თქმით, ადგიოლები, სადაც აქტივისტებს იბარებდნენ არ იყო კონტროლის პალატის შენობები.„აქტივისტები, რომლებზეც ტერორი მიმდინარეობდა „ქართული ოცნების“ გაზეთებს არიგებდნენ და აგროვებდნენ ხელმოწერებს ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით,“,–აღნიშნა ხიდაშელმა.მისივე თქმით, ამ აქტივისტებს გარკვეულ შებობებში იბარებდნენ, როგორც ფინანსურ მაქინაციებში მიჩნეულ სამართალდამრღვევებს,თუმცა ხიდაშელის თქმითვე, ეს ადამიანები არ იმყოფებიან „ქართული ოცების“ ფინანსურ ურთიერთობებში, ისინი ჩვეულებრივი სამოქალაქო აქტივისტები არიან.ხიდაშელის განცხადებით, აქტივისტებს ხელს აწერინებენ დოკუმენტებზე, რომ ისინი თავად აცხადებენ უარს ადვოკატის დახმარებაზე.„მივმართავ აქტივისტებს, რომ არც ერთ ასეთ განცხადებას ხელი არ მოაწერონ და ნუ აჰყვებიან პროვიკაციებს რომლებსაც მათ სხვადასხვა საჯარო მოხელეები უწყობენ“,– აღნიშნა ხიდაშელმა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts