planetanews Posted March 12, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 12, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/panjikidze1-300x195.jpgმაია ფანჯიკიძის თქმით, სოლომონ ქიმერიძის საქმესთან დაკავშირებით პოლიციამ უკან დაიხია, როცა ხაშურის პოლიციის სამმართველოს უფროსი გიორგი ხარშილაძე თანამდებობიდან გაათავისუფლა.ამის შესახებ განცხადება, პოლიტიკური კოალიცია „ქართული პოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე გააკეთა.მისი თქმით, კარგია, რომ შსს იძულებული გახდა ქიმერიძის გარდაცვალების საკითხზე რეაქცია მოეხდინა.“მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშილმა მკაცრი განცხადება გააკეთა და მოითხოვა, რომ გამოძიების დასრულებამდე ხაშურის პოლიციის უფროსი თანამდებობიდან გათავისუფლებულიყო, შინაგან საქმეთა მინისტრი გამოვიდა და პოლიციის შენობების კიდევ უფრო გამჭვირვალობაზე ისაუბრა. კარგია, რომ შსს იძულებული გახდა ქიმერიძის გარდაცვალების საკითხზე რეაქცია მოეხდინა, ასევე მისასალმებელია ის, რომ ხაშურის პოლიციის სამმართველოს უფროსი თანამდებობიდან გათავისუფლდა. ესაა პირველი შემთხვევა, როცა პოლიციამ უკან დაიხია”, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.როგორც ფანჯიკიძემ აღნიშნა, ეს საკმარისი არ არის და ქიმერიძის გარდაცვალების საკითხზე სრული გამოძიება უნდა ჩატარდეს, დამნაშავე პირები კი კანონის სიმკაცრით დაისაჯონ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts