planetanews Posted March 12, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 12, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/dzidziguri-300x200.jpgმივმართავ ლევან ბეჟაშვილს, რომელმაც კონტროლის პალატა თვალთმაქცური საქმიანობის ორგანოდ, შსს-ს კუდ-ისა და სოდ-ის დანამატად გადააქცია, შემხვდეს და დამელაპარაკოს.ეს განცხადება „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერმა და პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრმა ზვიად ძიძიგურმა დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე გააკეთა.ძიძიგური კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურის მიერ “ქართული ოცნების” პოლიტიკური სუბიექტების შემომწირველების ინტენსიურ დაბარებასა და მათ დაკითხვას აპროტესტებს.“ეს ყველაფერი, რასაც ხელისუფლება აკეთებს, ძალიან ჰგავს განწირული ადამიანის ქმედებას. ამით პროცესები გაცილებით დაჩქარდება და ვფიქრობ, ძალიან საინტერესო პროცესების მომსწრე გავხდებით“,– აღნიშნა ძიძიგურმა.მისივე თქმით, ბეჟაშვილი ერთხელ მაინც უნდა იყოს ხერხემლიანი პოლიტიკური ფიგურა, სახელმწიფო მოხელე და არ მოიქცეს ისე, როგორც ხელისუფლება და ნათია მოგელაძე უბრძანებს.როგორც ძიძიგურმა აღნიშნა,დღეს ის თინათინ ხიდაშელთან ერთად, „ქართული ოცნების“ კოალიციაში შემავალი ერთ-ერთი სუბიექტის ანგარიშზე შერმოწირულობას შეიტანს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts