Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ფანჯიკიძე: ჯვრის მონასტრის ირგვლივ ბუნდოვანი ინფორმაცია ვრცელდება


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/panjikidze5-300x199.jpgპოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერის მაია ფანჯიკიძის თქმით, ჯვრის მონასტრის ირგვლივ ბუნდოვაბნი ინფორმაცია ვრცელდება.

როგორც ფანჯიკიძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, ის რომ საქართველოსა და ისრაელს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები ჯვრის მონასტრის საქართველოსთვის დაბრუნების საკითხზე, სიცრუეა.

„პრეზიდენტის ცნობით შექმნილია სამუშაო ჯგუფი რომელიც მუშაობს ჯვრის მონასტრის საქართველოსთვის დაბრუნების საკითხზე და მიმდინარეობს მოლაპარაკებები ისრაელის მხარესთან, არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან საყოველთაოდ ცნობილია, რომ ისრაელს ქირით აქვს აღებული იერუსალიმის საპატრიარქოსგან ჯვრის მონასტრის მიმდენბარე ტერიტორია“,– აღნიშნა ფანჯიკიძემ.

მისივე თქმით, ეს თემა ისრაელს საერთოდ არ ეხება და ეს საკითხი გასარკვევია ბერძნებთან, რის გამოც იერუსალიმის პატრიარქი მსგავს მოლაპარაკებას არ ადასტურებს.

ფანჯიკიძემ ასევე ისაუბრა იერუსალიმის პარტიარქის ინტერვიუზე, სადაც ის მესამე ძალაზე საუბრობს, რომელიც საქართველოსა და ისრაელს, ასევე საქართველოსა და საბერძნეთის მართლმადიდებლურ ეკლესიებ შორის ურთიერთობას ძაბავს.

„მიგვაჩნია რომ ეს არის კიდევ ერთი პროპაგანდისტური თემა, რომლითაც ხდება ამომრჩევლის მოტყუება და ლახავს ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო ასპარეზზე, ხელისუფლება ვალდებულია განმარტოს რა მესამე ძალაზეა საუბარი რომელსაც თეოფილე მესამე ასახელებს თავის ინტერვიუში”, – დასძინა ფანჯიკიძემ.

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...