planetanews Posted March 12, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 12, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/cacanashvili.jpegკულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს განცხადებით, სახელოვნებო უმაღლეს სასწავლებლებში რეორგანიზაცია 2012 წლის 20 მარტამდე უნდა განხორციელდეს. რეფორმის ფარგლებში, მთავრობის დადგენილებით, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიას, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას შეეცვალათ სამართლებრივი სტატუსი. აღსანიშნავია, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტსაც კერძო სამართლის სტატუსი მიენიჭა. ვესაუბრებით იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ მარიამ ცაცანაშვილს.2003 წელს დაწყებული განათლების რეფორმა ჯერაც არ დასრულებულა. რა შედეგი გვაქვს დღეისათვის? - ნაციონალების საამაყო რეფორმის შედეგია ინტელექტუალური შრომის როლის და მისი სოციალური მნიშვნელობის საკმაოდ დაბალი დონე. კვალიფიციური კადრების მასობრივი გადინება. განათლების სტანდარტების დაცემა და ახალგაზრდა მკვლევართათვის მეცნიერების არამომხიბვლელობა, რაც იმითაა გამოწვეულია, რომ სტუდენტსა და მეცნიერს შორის ურთიერთობების პროცესი მიმდინარე ცვლილებების ფონზე რეფორმის კრიტერიუმებს ვერ პასუხობს; ასე, რომ დღეს განხორციელებული რეფორმა: წარმატებული ორგანიზაციებისათვის საშიში გახდა, წარუმატებლისათვის – სულ ერთი. რა არის კარგი არსებულ რეფორმაში?- მაშინ, როცა ევროკავშირზე ვართ ორიენტირებული და ჩვენი ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება, ეს კარგია. მეცნიერებასა და განათლებაში დახარჯული თანხები მაგალითად აზერბაიჯანსა და სომხეთში უფრო მეტია, ვიდრე ჩვენთან. ხოლო საქართველოში ფურცელზე მზარდი ბიუჯეტიდან ძალოვან სტრუქტურებზე ბევრად მეტი იხარჯება, ვიდრე მეცნიერებასა და განათლებაზე. არ მითხრათ ახლა, ესეც კარგიაო. მხოლოდ დაფინანსებაში როდია საქმე. უმაღლეს სასწავლებლებსა და სახელოვნებო დაწესებულებს რომ კერძო სამართლის სუბიექტის სტატუსი მიენიჭა, როგორ ფიქრობთ კარგის მაჩვენებელია?არის მოსაზრება, რომ კერძო სამართლის სტატუსის მინიჭება ნაკლი არ არის…- აკადემიურ წრეებთან და სტუდენტებთან საკმაოდ მჭიდრო კავშირი მაქვს და და ყველა თავს შეურაცხყოფილად თვლის უნივერსიტეტის სტატუსის დაკარგვის გამო, დაფინანსების შემცირება, სახელმწიფო სტატუსის მოხსნა, არასრულფასოვანი პროგრამები, რომლებიც არ არის კავშირში ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან, რის გამოც სტუდენტები მოტივირებულნი არ არიან, სამეცნიერო ინფორმაციების და სახელმძღვანელოების არქონა ვერ გეტყვით რომ ყოველივე ეს კარგი განათლებისა და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნისთვისაა გაკეთებული. ახლა საუბარია უმაღლეს სასწავლებლებში მანდატურების დაინერგვაზე. რა მოტივით?- მანდატური ძველქართულში „ჯოხიან კაცს“ ნიშნავს… სტუდენტებს საკუთარი აზრი გაუჩნდათ უხარისხო განათლების თაობაზე, არასწორ მენეჯმენტსა და მათთვის ადმინისტრაციის მხრიდან „ჩაკეტილ კარებსა“ და საერთოდ ჩავარდნილ რეფორმაზე. ამიტომ ისინი სახელმწიფოს მხრიდან კვლევისა და დამუშავების თავისუფლებას კი არა, ჯოხიან კაცებს იმსახურებენ.რა ეფექტი გამოიღო დასავლეთის რეკომენდაციებით სამეცნიერო ინსტიტუტების აკადემიის შემადგენლობიდან უნივერსიტეტის შემადგენლობაში გადატანამ?- ამ კითხვას არსებობის უფლება აქვს, მაგრამ მე ვერ გიპასუხებთ, რომ ამით სასწავლო და სამეცნიერო სისტემის ინტეგრაცია მოხდა. პირიქით. სამეცნიერო ერთეულების გამალებული ლიკვიდაცია, კათედრების გაუქმება, კვლევითი ლაბორატორების დახურვა ნგრევა უფროა ვიდრე რეფორმა. უნივერსიტეტების ახალ წესდებაში სამეცნიერო ინსტიტუტებს ჯერ კიდევ სტატუსი არ გააჩნიათ, ისევე, როგორც მეცნიერ- თანამშრომელებს, რომელთაც დღეს 150-200 ლარი აქვთ ხელფასი, თუმცა ცოტა ხანში მათი ადგილი უნივერსიტეტებში აღარ იქნება, ყოველ შემთხვევაში არსებული სამართლებრივი ბაზა, ამისი თქმის საფუძველს იძლევა.გამოსავალს რაში ხედავთ?- ახალ საარჩევნო პროგრამაში, რომელსაც მკვეთრად ჩამოყალიბებული მეცნიერების მოდერნიზაციის სტრატეგია ექნება დევიზით: ცოდნა მართავს სახელმწიფოს და არა სახელმწიფო – ცოდნას.რას გულისხმობთ?- ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა გულისხმობს, რომ განათლება და მეცნიერება ჩვენთვის ფუფუნება და მხოლოდ კონსტუტუციური უფლების რეალიზაცია კი არ უნდა იყოს, არამედ, ინოვაციური და ეკონომიკური განვითარების საწინდარი, ქვეყნის უსაფრთხოებისა და სულიერი განვიტარების საფუძველი.. სწორედ ამიტომ განათლებისა და მეცნიერების დაფინანსება პრიორიტეტული უნდა იყოს და ბიუჯეტის 20-25% იხარჯებოდეს. არსებული ბიუჯეტის ფარგლებში შესაძლებელია ნაცვლად 62 სამეცნიერო ინსტიტუტისა 15-მდე მათგანი დაფინანსდეს და მეცნიერული კვლევის შედეგები ეკონომიკაში ჩაბრუნდეს. მიღებული მოგება ქართველოლოგიურ მეცნიერებების განვითარებას მოხმარდეს, რადგან საქართველო სწორედ ამ მიმართულებით გახდება საერთაშორისო კვლევების ცენტრი. ამისათვის საუკეთესო ორგანიზაციული ფორმაა სამეცნიერო-საგანმანათლებლო კლასტერი, რომელიც ერთობლივ საქმიანობას გულისხმობს იდეათა დამუშავებისა, ინოვაციათა რეალიზებისა და მათი კომერციალიზაციისათვის, მეცნიერებათა აკადემია ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე იქნება ორიენტირებული და ასე შეიქმნება კოორდინაცია მეცნიერებას, განათლებასა და წარმოებას შორის.ნინო ფირცხალავა იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts