planetanews Posted March 11, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 11, 2012 http://rustavi2.com/news_photos/03_12/60228.jpg 20 წლის ნინო ბალახაძის ცხედარი მისმა მამამთლიმა ნახა. გოგონას სხეულზე დანით რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ბალახაძის მკვლელობის ბრალდებით, პოლიციამ მისი მაზლი, 29 წლის გიორგი კუსრაძე დააკავა. კუსრაძე პოლიციას რამდენიმე საათს ემალებოდა. წარსულში ნასამართლევი ეჭვმიტანილი რძლის მკვლელობას აღიარებს. სავარაუდოდ, მან პოლიციას მკვლელობის მიზეზებზეც უამბო. ფონიჭალაში, იმ კორპუსის მცხოვრებლები, სადაც მკვლელობა მოხდა, ამბობენ, რომ კუსრაშვილი რძალს ასე სასტიკად ეჭვიანობის გამო გაუსწორდა. სასჯელს იხდის კუსრაშვილის უმცროსი ძმა, გარდაცვლილი ბალახაძის მეუღლეც. ნინო ბალახაძე მკვლელობის დღეს ქმრის სახლში მამათილთან ბავშვის მისაყვანად მივიდა. სავარაუდოდ, სწორედ ამ დროს მოუვიდათ მას და მაზლს შელაპარააკება, რომელიც მკვლელობით დასრულდა. წინასწარი ძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, თუმცა არაა გამორიცხული, გამოძიების მსვლელობისას საქმეს სხვა კვალიფიკაცია მიეცეს, რადგან ეჭვმიტანილი კუსრაშვილი ციხიდან რამდენიმე თვის გამოსულია. წარსულში ჩადენილი დანაშაული კი მკვლელობის საქმეს უფრო დაამძიმებს. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts