Jump to content
Planeta.Ge

ერორი- ტორონტოში მარიამ მახნიაშვილს გლოვობენ


Recommended Posts

http://rustavi2.com/news_photos/03_12/60229.jpg

 

ფორესტ ჰილის კოლეჯში, დღეს დილიდან დროშა ნახევდრად დაშვებულია. სწორედ აქ სწავლობდა მარიამ მახნიაშვილი. კოლეჯში 11 მარტი გლოვის დღედ გამოცხადდა. გადაწყვეტილება სასწავლებლის ადმინისტრაციამ მას შემდეგ მიიღო, რაც სამართალდამცველებმა დაადასტურეს, რომ ხევში ნაპოვნი გოგონას ნეშტი ნამდვილად მარიამ მახნიაშვილს ეკუთვნოდა. ქართველი გოგონა 2009 წლის სექტემბერში სწორედ ამ ტერიტორიიდან გაუჩინარდა.

ტორონტოს პოლიციამ უკვე დაადასტურა, რომ საავტამობილო ხიდთან ნაპოვნი ცხედარი სწორედ მარიამ მახნიაშილს ეკუთვნის. ამის შესახებ ოჯახს ორი დღის წინ შეატყობინეს. განცხადება ტორონტოს პოლიციის თანამშრომლებმა სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთეს, ცხედარი ამოცნობილია თუმცა გამოძიება გრძელდება. ძალოვანი სტრუქტურები ამ დრომდე ცდილობენ დაადგინონ რა გახდა გარდაცვალების მიზეზი - უბედური შემთხვევა თუ თვითმკვლელობა.

17 წლის გოგონა ბოლოს კოლეჯის კამერებმა 2009 წელის 14 სექტემბერს დააფიქსირეს, 1 თვის შემდეგ კი სკოლიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით იპოვეს მარიამის ზურგჩანთა. ამ პერიოდისთვის მახნიაშვილების ოჯახი კანადაში სამი თვის ჩასული იყო. მარიამ მახნიაშვილის ოჯახი გამოძიების და ექსპერტიზის დასრულებას ელის.

ამ დრომდე უცნობია, გადმოასვენებენ თუ არა მარიამ მახნიაშვილს საქართველოში – გადაწყვეტილებას ოჯახი ექსპერტიზის დასრულების შემდეგ მიიღებს. გამოძიების დასრულებამდე, სამართალდამცველებს ყველა იმ ვიდეოჩანაწერის გადამოწმება მოუწევთ, რომლებიც უბედური შემთხვევის ადგილზე დამოტაჟებულმა კამერებმა გადაიღეს.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...