planetanews Posted March 11, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 11, 2012 http://rustavi2.com/news_photos/03_12/60230.jpg უკრაინაში აგვისტოს ომის შესახებ გადაღებული რუსული ფილმის ჩვენება აკრძალეს. გადაწყვეტილება ქვეყნის კულტურის სამინისტრომ საზოგადოებრივი ორგანიზაცია "თავისუფლებისა" და ქართული დიასპორის მიმართვის შემდეგ მიიღო. მიმართვის ავტორების აზრით, ფილმი "8 აგვისტო" ერთა შორის მტრობას აღვივებს და მისი რეჟისორის, ჯანიკ ფაიზიევის ერთადერთი მიზანი, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის გამართლებაა.უკრაინამდე ფილმის ჩვენება მოლდოვასა და აზერბაიჯანში ჩაშალეს. ფილმი "8 აგვისტო " რუსულ კინოინდუსტრიაში მიმდინარე წელს გამოვიდა. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts