planetanews Posted March 11, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 11, 2012 /get_img?ImageId=6662ავღანეთში აშშ-ს ერთ-ერთი სამხედრო ბაზის ჯარისკაცმა, მშვიდობიან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა და შემდეგ, საკუთარი ნებით პოლიციას ჩაბარდა.ინციდენტი ყანდაღარის პროვინციაში მოხდა, თუმცა მსხვერპლის შესახებ დაზუსტებული მონაცემები ჯერ არ არსებობს.სააგენტო როიტერი 16 მსხვერპლზე საუბრობს, თუმცა არ არის გარკვეული, მათ შორის იგულისხმებიან თუ არა დაჭრილებიც."მასიური მკვლელობა, რომელსაც ქალები და ბავშვებიც შეეწირნენ, შესაძლოა, ნერვული აშლილობის ნიადაგზე მომხდარიყო,"- ამბობენ ავღანელი წყაროები.НАТО-ს პრესსამსახურმა ოფიციალურ განცხადებაში კი, მომხდარის გამო დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობა გამოუცხადა. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts