Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - დიდ ბრიტანეთში, სამსახურებში ჯვრების ტარება აიკრძალა


Recommended Posts

/get_img?ImageId=6663

ქრისტიანებს, სამსახურებში არ უღირთ ჯვრების ტარება, ნათქვამია დიდი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებაში, რომელზეც The Telegraph საუბრობს.

დოკუმენტში, რომელიც გამოცემას ხელში ჩაუვარდა, ნათქვამია, რომ ჯვრების ტარება აუცილებლობას არ წარმოადგენს მორწმუნე ქრისტიანებისთვის, და შესაბამისად, დამსაქმებლებს შეუძლია საკუთარ თანამშრომლებს მათი ტარება აუკრძალონ.

ამასთანავე, დოკუმენტის მიხედვით, დამსაქმებელს შეუძლია დაითხოვოს ის თანამშრომელი, ვინც დაჟინებით მოითხოვს ჯვრის ტარებას.

მინისტრთა კაბინეტის ეს განცხადება ერთ-ერთი სასამართლოს ფონზე გაჩნდა, სადაც British Airway -ის ბორტგამცილებელი ნადია ევეიდა და მედდა შირლი ჩაპლინი ცდილობენ დაამტკიცონ მათი დამსაქმებლების დისკრიმინაციული ფაქტები, რომლის მიხედვით, მათ, სამსახურის დროს ჯვრების ტარებას უკრძალავენ. ქალები ამჟამად აპირებენ ევროპის სასამართლოს მიმართონ.

ევროპული კონვენციის მე-9 მუხლით, სადაც ნათქვამია აზროვნებისა და რელიგიის თავისუფლებაზე, ქრისტიანებისთვის ჯვრის ტარების უფლება დაცულია.

დიდი ბრიტანეთის სახელმწიფოს გადაწყვეტილებამ სხვადასხვა ეკლსიის წარმომადგენელთა კრიტიკა გამოიწვია. განსაკუთრებით, მწვავედ შეაფასა გადაწყვეტილება ლორდმა კერიმ, ყოფილმა არქიეპისკოპოსმა. მისი აზრით, ეს გადაწყვეტილება მორიგი ზეწოლაა ქრისტიანებზე. იქამდე ეკლესიები, დიდ ბრიტანეთში ჰომოსექსუალ წყვილთა ქორწინების შესაძლო ლეგალიზაციით იყვნენ შეშფოთებულები.

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...