planetanews Posted March 10, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 10, 2012 http://rustavi2.com/news_photos/03_12/60221.jpg თურქეთში მომხდარი საუკუნის ძარცვის საქმე გახსნილია. შინაგან საქმეთა სამინისტროში უკვე ადასტურებენ, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა მძარცველები დააკავა. როგორც ცნობილია, ამოღებულია ნაძარცვი ოქროს ნაწილიც. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თურქეთში მომხდარი გახმაურებული ქურდობა შესაძლოა ქართველებს უკავშირდებოდეს, "კურიერიმა" გუშინ გაავრცელა. ქალაქ ორდუში ქურდებმა მილიონის ღირებულების ოქროსთვის, რომელიც სავაჭრო ცენტრის საცავში იყო შენახული, 8-მეტრიანი გვირაბი გათხარეს.სავაჭრო ცენტრიდან მიმალვისას ეჭვმიტანილები ქუჩის სათვალთვალო კამერებმა გადაიღეს.ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მილიონი ლირის ღირებულების ოქროს ნაკეთობების ძარცვაში ეჭვმიტანილები ქართველები იყვნენ. ეს ეჭვი მას შემდეგ გაჩნდა, რაც შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველებმა სიგარეტის კოლოფი აღმოაჩინეს ქართული წარწერით. მძარცველებმა ოქროს საცავებში ისე შეაღწიეს, რომ დაცვის სამსახურს არაფერი გაუგია. სიგნალიზაციის ამუშავების დროს ისინი შემთხვევის ადგილიდან უკვე შორს იყვნენ. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts