planetanews Posted March 10, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 10, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/qartuliocnebalogo1-300x19311.jpgდღეს, 14:00 საათზე, “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელი მიშა მესხი ქალაქის მთავარ პროკურატურას მიმართავს.როგორც “ქართულ ოცნებაში” აცხადებენ მესხს ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებიან.“მესხს ტელეფონით მას შემდეგ დაემუქრნენ, რაც იგი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გამართულ აქციაზე გამოჩნდა. “მე ვარ თავისუფალი მოქალაქე” – ამ სახელწოდების აქცია ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და სტუდენტებმა გამართეს. აქციის დასრულების შემდეგ, მესხის ტელეფონზე უცნობი პირები რეკავდნენ, ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ და ურჩევდნენ, აღარ გაემართათ მსგავსი აქცია”, – ნათქვამია “ქართული ოცნების” მიერ გავრცელებულ განცხადებაში. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts