Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ლიბია რუსეთთან დადებულ ხელშეკრულებებს გადახედავს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/qaib-300x225.jpgლიბიაში მუამარ კადაფის მმართველობის დროს რუსულ კომპანიებთან დადებული ხელშეკრულებები, რომელთა მოქმედება გადატრიალების გამო შეწყდა, ავტომატურად არ გაგრძელდება, რადგან მათ კორუფციაზე შეამოწმებენ.

ამის შესახებ ლიბიის პრემიერმა აბდელრაჰიმ ალ-ქაიბმა განაცხადა და დასძინა, რომ ეს გადაწყვეტილება ლიბიაში სამოქალაქო ომის დროს რუსეთის მიერ დაკავებულ პოზიციას უკავშირდება.

„გვსურს ჩვენ, ვიხილოთ რუსები ლიბიაში, იმისათვის, რომ ერთობლივი პროექტები ვაწარმოოთ? შეიძლება. თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ეს პროექტები კადაფის რეჟიმს არ ემსახურებოდნენ. შევძლებთ, თუ არა რუსული კონტრაქტების გაგრძელებას? თეორიულად, კი, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი კანონმდებლობას შეესაბამებიან და არ შეიცავენ კორუფციულ სქემებს“, – განაცხადა პრემიერმა.

ალ-ქაიბმა დასძინა, რომ ლიბიის ახალი ხელისუფლება ინვესტორებს მიესალმება და ყველა დადებულ ხელშეკრულებას შეასრულებს, თუმცა სპეციალურად აღნიშნა, რომ მისი მთავრობა ლიბიაში სამოქალაქო ომის დროს რუსეთის პოზიციით უკმაყოფილოა.

რუსულმა კომპანიებმა ლიბიასთან ენერგეტიკულ და თავდაცვის სფეროებში მრავალმილიარდიანი კონტრაქტები 2008 წლის აპრილში, ლიბიაში რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სტუმრობისას მიიღეს.

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...