planetanews Posted March 10, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 10, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/SouthStream-300x223.jpgყაზახი-საგურამოს 1000მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის 114-ე კმ-ზე, მამკოდის დასახლებასთან ავარია დაფიქსირდა.ადგილზე არსებული მეწყერის გააქტიურებამ მილსადენის დაზიანება გამოიწვია, რის გამოც სომხეთში გაზის ტრანზიტი დროებით შეწყდა.დაზიანებული მონაკვეთი დღეს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ჯანჯღავამ მოინახულეს.ალექსანდრე ხეთაგურის განცხადებით, გუშინ საღამოს დაახლოებით 20:00 საათზე დაფიქსირდა ავარია მაგისტრალურ გაზსადენზე, რომელიც საქართველოს სომხეთთან აკავშირებს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მიმდინარეობს მუშაობა და, სავარაუდოდ, სამშაბათს სომხეთის გაზმომარაგება აღდგება.გაზსადენზე მომხდარი ავარია საქართველოს გაზმომარაგებას პრობლემებს არ შეუქმნის, ავარიის შესახებ სომხური მხარე კი ინფორმირებულია. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts