planetanews Posted March 10, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 10, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/5102-300x200.jpgმოსკოვში, ახალ არბატზე, ოპოზიციის მიტინგი – “სამართლიანი არჩევნებისთვის” მიმდინარეობს. სხვადასხვა მონაცემით, მომიტინგეთა რაოდენობა 30 ათასამდეა.რაც შეეხება მოსკოვის პოლიციას,ის სამი ათას ადამიანზე საუბრობს.მიტინგზე ჟურნალისტმა ზოია სვეტოვამ ვლადიმერ პუტინი სტალინს შეადარა.შეგახსენებთ, რომ მოსკოვის პოლიცია შესაძლო პროვოკაციებზე საუბრობს. გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია კარვების ქალაქის გაშლის მცდელობაზე, ასევე გზების გადაკეტვაზე.აქციის ორგანიზებისთვის დაახლოებით მილიონი რუბლი დაიხარჯა. ორგანიზატორების განცხადებით, დღევანდელი მიტინგი განსაკუთრებულია.“ის ეძღვნება გაყალბებების და დარღვევების განხილვას, რომლებიც 4 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებზე დაფიქსირდა. გამომსვლელთა სიაში 17 ადამიანია”, – აღნიშნა “მემარცხენე ფრონტის” ლიდერმა სერგეი უდალცოვმა.როგორც მოსკოვის პოლიციის მთავარი სამმართველოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პასუხისმგებლობა სრულად დაეკისრებათ მის ორგანიზატორებს, ხოლო მართლსაწინააღმდეგო ქმედებები აღკვეთილი იქნება წესრიგის დამცველთა მიერ მომქმედი კანონმდებლობის ფარგლებში.ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალურ შედეგებს აპროტესტებს, რომლის თანახმადაც, 63.6%-ით ვლადიმერ პუტინმა გაიმარჯვა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts