planetanews Posted March 10, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 10, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/shinagan_saqmeta_saministro-300x2881.jpgროგორც შსს იუწყება, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გახსნილია თურქეთის ქალაქ ორდუში მომხდარი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროსა და ძვირფასი ნივთების ძარცვის ფაქტი.„როგორც მოგეხსენებათ არსებობდა ეჭვი, რომ აღნიშნული დანაშაული ჩადენილია საქართველოს მოქალაქეების მიერ. ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ორგანიზებული-დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელი ვახტანგ ფურცელაძე, ამასთანავე, თბილისსა და ქუთაისში ამოღებულია ნაძარცვი ძვირფასეულობის ნაწილი. ამჟამად მიმდინარეობს ოპერატიული ღონისძიებები ჯგუფის სხვა წევრების დაკავების და დარჩენილი ძვირფასეულობის ამოღების მიზნით“,- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts