planetanews Posted March 10, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 10, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/afxazia-300x225.jpgოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტის არჩევნები მიმდინარეობს. არაღიარებული რეპუბლიკის მასშტაბით 174 საარჩევნო უბანია გახსნილი. არჩევნებს რუსეთის, დსთ-ს ქვეყნების, ნიკარაგუას, ვენესუელასა და ტუვალას წარმომადგენლები აკვირდებიან. დამკვირვებლებს შორის არიან რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატები, რუსეთის საზოგადოებრივი დარბაზის წევრები, ბელარუსისა და რუსეთის კავშირის საპარალემტო კრების დეპუტატები, დნესტრისპირეთის, მთიანი ყარაბაღის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტების დეპუტატები.აფხაზეთის დე ფაქტო შს მინისტრის ოთარ ხეციას განცხადებით, მილიცია მთელი რესპუბლიკის მასშტაბით გაძლიერებულ ვარიანტში იმუშავებს.ამომრჩეველთა სიაში 149622 ადამიანია.აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის 35 ადგილზე 148 კანდიდატი იყრის კენჭს. დე ფაქტო არჩევნების წინასწარ შედეგებს დე ფაქტო ცესკო ხვალ დილით გამოაქვეყნებს.დე ფაქტო არჩევნების გასაშუქებლად აფხაზეთში რუსი, პოლონელი, იტალიელი, ამერიკელი, ირლანდიელი და ВВС-ს ჟურნალისტები ჩავიდნენ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts