Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - სპორტის სამინისტრო “უეფა”-ს კონგრესზე საქართველოსა და აზერბაიჯანის სურვილს “ევრო 2020” ერთობლივ მასპინძლობაზე ოფიციალურად ადასტურებს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/09fc89fe6ece-300x233.jpgსაქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ოფიციალურად ადასტურებს, რომ საქართველო და აზერბაიჯანი გამოხატავენ ერთობლივ სურვილს, უმასპინძლონ ფეხბურთში 2020 წლის ევროპის ჩემპიონატს.

ამის შესახებ ინფორმაციას სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით,ეს საკითხი 6 მარტს, საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა ბაქოში გამართულ ოფიციალურ შეხვედრაზე შეათანხმეს.

ამჟამად მიმდინარეობს საქართველოსა და აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციებს შორის მოლაპარაკება, რათა მათ 21 მარტს სტამბულში გასამართ „უეფას” კონგრესზე ამ საკითხთან დაკავშირებით ორივე ქვეყნის მზაობა დაადასტურონ.

კონგრესზე ოფიციალური განაცხადების შეტანის ვადების დაზუსტებასთან ერთად, ამ სურვილს ორივე ქვეყანა „უეფას” უკვე ოფიციალური განაცხადით დაუდასტურებს.

სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო უარყოფს რამდენიმე ინტერნეტ-გამოცემის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანული მხარე არ არის თანახმა 2020 წელს საქართველოსთან ერთად უმასპინძლოს ევროპის ჩემპიონატს ფეხბურთში.

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...