Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - 2020 წელს საქართველოსთან ერთად ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობას ოფიციალური ბაქო არ განიხილავს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/db8.jpg2020 წელს საქართველოსთან ერთად ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობას ოფიციალური ბაქო არ განიხილავს.

ამის შესახებ აზერბაიჯანის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე კენულ ნურულაევამ განაცხადა. ინფორმაციას აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.

ნურულაევას განცხადებით, აზერბაიჯანი მხოლოდ ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის განაცხადზეა ფოკუსირებული. მან ასევე უარყო საქართველოსა და აზერბაიჯანის მიერ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის ჩატარებაზე საერთო განაცხადის შეტანის შესაძლებლობა.

“ეს უფრო საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სურვილია, რომ ევროპის ჩემპიონატი აზერბაიჯანთან ერთად ჩაატაროს. მან მხოლოდ სურვილი გაახმიანა, ხოლო სახელმწიფო დონეზე ამის ოფიციალური დასტური არ არსებობს. ამასთანავე, აზერბაიჯანს ჯერ არაფერი გადაუწყვეტია” – განაცხადა ნურულაევამ

როგორც ორგკომიტეტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, აზერბაიჯანის მხარე ევრო-2020-ის ჩატარებაზე საქართველოსთან ერთად განაცხადის შეტანას არ ფიქრობს.

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...