Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - მიხეილ მაჭავარიანის თქმით, ჯვრის მონასტრის საკითხძე თავის დროზე ბადრი პატარკაციშვილი მუშაობდა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/smDo2CURAiOdFsybhosS0Tl72eJkfbmt4.jpegროგორც პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა აღნიშნა, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის საქართველოსთვის დაბრუნების საკითხზე თავის დროზე ბიზნესმენი ბარდი პატარკაციშვილი მუშაობდა.

ამის შესახებ მაჭავარიანმა ჟურნალისტებს იერუსალიმის პატრიარქის თეოფილე მესამის ინტერვიუს იმ ნაწილის კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმად, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის საქართველოსთვის დაბრუნების თაობაზე პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებამდე მათ შუამავლების მეშვეობით ქართველმა ბიზნესმენებმა მიმართეს.

მისივე თქმით,ბადრი პატარკაციშვილამდე ამ საქმით ბევრი სხვა ბიზნესმენი იყო დაკავებული.

როგორც პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი აღნიშნავს, ხელისუფლების მიზანია ყველა ეს ძეგლი საუბრუნდეს საქართველოს.

“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ის ისტორიული ძეგლი და ფასეულობა, რომელიც საქართველოს ისტორიას, ქართულ კულტურასა და ჩვენს რელიგიას – მართლმადიდებლურ ეკლესიას უკავშირდება. ხელისუფლების მიზანია, ყველა ეს ძეგლი საქართველოსთვის ხელმისაწვდომი იყოს და თუ საშუალება არსებობს, დაუბრუნდეს საქართველოს” – განუცხადა ჟურნალისტებს მაჭავარიანმა.

მიხეილ მაჭავარიანი არ აკონკრეტებს რა ფორმატში მუშაობს ქართულ მხარე და ვისთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, საქმის წარმატებით დასრულების მოტივაციით.

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...