planetanews Posted March 9, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 9, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/saqstati_big1-300x169.jpgწინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2011 წლის IV კვარტალში 337 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 58 პროცენტით აღემატება 2010 წლის შესაბამისი პერიოდის დაზუსტებულ მაჩვენებელს, ხოლო მიმდინარე წლის III კვარტალზე 27 პროცენტით მეტია.“საქსტატის” ინფორმაციით, ბოლო სამი წლის განმავლობაში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2011 წლის IV კვარტალში დაფიქსირდა.2011 წლის IV კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემომავალმა ნაკადებმა 436 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილმა 2011 წლის IV კვარტალში 91 პროცენტი შეადგინა. პროცენტულ სტრუქტურას განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით გვიჩვენებს სექტორული დიაგრამა #4, რომლის მიხედვით პირველ ადგილზე ნიდერლანდები იმყოფება 23 პროცენტით, მეორეზე – საერთაშორისო ორგანიზაციები 15 პროცენტით, მომდევნო პოზიციებს ლუქსემბურგი და აშშ იკავებენ 10-10 პროცენტით.2011 წლის IV კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა და 79 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts