Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ბესელია: ჩემსა და ბიძინა ივანიშვილის კოალიციას შორის არავითარი კონფლიქტი არ არის


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/beselia-300x1991.jpgეკა ბესელიას განცხადებით, მასსა და ბიძინა ივანიშვილის კოალიციას შრის არავითრი კონფლიქტი არ არის.

ამის შესახებ განცხადება, ადვოკატმა ეკატერინე ბესელიამ  რადიო “პალიტრის” ეთერში გადაცემა “პროვოკატორში” საუბრისას გააკეთა.

ბესელია კოალიციის ირგვლივ ადამიანთა წრის გაფართოებით ხსნის იმ ფაქტს , რომ ამჟამად ისე აქტიური აღარ არის, როგორიც ის პოლიტიკაში ივანიშვილის გამოჩენის პირველ ხანებში იყო.

 

“არავითარი კონფლიქტი არ არსებობს. რაც შეეხება იმას, რატომ არ ვარ ისეთი აქტიური, როგორიც მაშინ, როცა ბატონ ბიძინასთან ერთად ამ პროცესში ჩავერთე, ეს იმიტომ, რომ თავიდან ცოტანი ვიყავით. მოგვიანებით ადამიანების სიმრავლე და ფუნქციების გადანაწილება ჩემი აქტიურობის მასშტაბზე აისახა”, – განაცხადა გადაცემა “პროვოკატორში” სტუმრობისას.

 

მისივე თქმით, მისი პასიურობის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ “ორი-სამი მედიასაშუალების გარდა, მისთვის სხვა მედიასივრცე დახურულია”.

“სად უნდა გამოვჩნდე, როცა “მაესტროს”, “პალიტრის” და “ობიექტივის” გარდა არსად მიწვევენ?! სხვა მედიასივრცე დახურულია. ასე რომ, ჩემზე ჭორები, მითები და ლეგენდები ვრცელდება და ყურს ნუ დაუგდებთ”, – აღნიშნა  ბესელიამ.

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...