Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - აშშ-ის საზღვაო ქვეითებისა და საქართველოს შეირაღებული ძალების ერთობლივი წვრთნა გაიმართება


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/x_56c64943-300x225.jpgაშშ-ის საზღვაო ქვეითები და საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცები მონაწილეობას მიიღებენ ერთობლივ სამხედრო წვრთნაში, Agile Spirit  2012, რომელიც 10-24 მარტს ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე გაიმართება.

ამის შესახებ “ექსპრესნიუსს” აშშ-ს საელჩოდან აცნობეს.

საელჩოს ცნობით, წვრთნაში ჩართული იქნება შავი ზღვის მე-12 როტაციული ძალების 300-ზე მეტი საზღვაო ქვეითი. შავი ზღვის როტაციული ძალების ბაზა რუმინეთის ქალაქ კონსტანტაშია განთავსებული. ერთობლივი წვრთნის მიზანია, გააღრმავოს თავსებადობა ორი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის, დაეხმაროს მათ საკუთარი შესაძლებლობებისა და უნარების ერთმანეთისათვის გაზიარებაში ამბოხებულთა საწინააღმდეგო და სამშვიდობო ოპერაციების წარმოებისას. წვრთნა აგრეთვე ითვალისწინებს მცირერიცხოვანი სამხედრო დანაყოფების ტაქტიკის, ესკორტირებისა და თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების გაუვნებელყოფის ტექნიკის დახვეწას.

Agile Spirit  ყოველწლიური სამხედრო წვრთნაა. ის აშშ-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის ერთ-ერთი კომპონენტია. ორი ქვეყნის სამხედრო თანამშრომლობა მოიცავს აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის მიერ საქართველოს შეიარაღებული ძალების მომზადების პროგრამასაც. ამ პროგრამით საქართველოს შეიარაღებული ძალები ავღანეთის საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობისათვის ემზადებიან.

შავი ზღვის მე-12 როტაციული ძალები აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის შემადგენელი ნაწილია. ის როტაციის პრინციპით, მსახურობს შავ ზღვაზე, ბალკანეთსა და კავკასიის რეგიონში, თანამშრომლობს პარტნიორებსა და მოკავშირე ქვეყნებთან და ეხმარება მათ სამხედრო შესაძლებლობების განვითარებაში, ხელს უწყობს სტაბილურობის გამტკიცებას მთელ რეგიონში და ავითარებს მტკიცე პარტნიორობას აღმოსავლეთი ევროპის 19 სახელმწიფოსთან.

დამატებითი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ შავი ზღვის მე-12 როტაციული ძალების ფეისბუქის გვერდს მისამართზე

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...