planetanews Posted March 9, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 9, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/arasamtawroebi7-300x199.jpgკამპანია ‘’ეს შენ გეხება’’ წევრმა ორგანიზაციებმა მიხეილ სააკაშვილის, გრიგოლ ვაშაძისა და დავით ბაქრაძის სახელზე მიმართვა შეიტანეს.როგორც საერთაშორისო გამჭვირვალეობა-საქართველოს“ ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ნინო ახალისკაცმა “ექსპრესნიუსს” განაცხადა, მათი უმთავრესი მიზანია საქართველოს მთავრობამ უმოკლეს ვადაში წინასაარჩევნო ვითარების მონიტორინგის მიზნით,საქართველოში ეუთოს სადამკვირვებლო მისია მოიწვიოს.„საქართველოს მთავრობამ წინასაარჩევნო ვითარების მონიტორინგის მიზნით, უმოკლეს ვადაში საქართველოში მოიწვიოს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია, რომელიც უზრუნველყოფს საარჩევნო გარემოს კვალიფიციურ და მიუკერძოებელ მონიტორინგს არა მხოლოდ ორთვიან წინასაარჩევნო პერიოდში, არამედ მთელი საარჩევნო წლის მანძილზე“,-განაცხადა ხალისკაცმა.„საიას“ თავმჯდომარეს,თამარ ჩუგოშვილს მიაჩნია, რომ წინა საარჩევნო პროცესი აქტიურ ფაზაშია შესული,ამიტომ მნიშვნელოვანია ეუთოს სადამკვირვებლო მისია მთელი წლით ჩამოვიდეს.მიმართვა,რომესაც 82-მა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა მოაწერეს ხელი, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში,საგარეო საქმეთა სამინისტროში და პარლამენტში შეიტანეს. კამპანია ‘’ეს შენ გეხება’’ წევრი ორგანიზაციები მომავალში იურიდიულ კომიტეტთან შეხვედრას გეგმავენ, სადაც კომიტეტს სააჩევნო კანონში შესატან ცვლილებებს შეთავაზებენ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts