planetanews Posted March 9, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 9, 2012 http://rustavi2.com/news_photos/03_12/60214.jpg თურქეთში საუკუნის ძარცვაში ეჭვმიტანილები შესაძლოა ქართველები იყვნენ. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. ეჭვმიტანილები თურქეთის ქალაქ ორდუში დააკავეს და მათ ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრიდან მილიონი ლირის ღირებულების ოქრო მოიპარეს.სავაჭრო ცენტრში მძარცველებმა 8-მეტრიანი გვირაბით შეაღწიეს, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში მეზობელი შენობის საპირფარეშოდან გათხარეს. გვირაბის მეშვეობით მძარცველები ოქროს საცავებში ისე შევიდნენ, რომ დაცვის სამსახურს არაფერი შეუმჩნევია. სიგნალიზაციის ამუშავების დროს ისინი შემთხვევის ადგილიდან უკვე შორს იყვნენ. თურქული პრესა წერს, რომ სამართალდამცველები გვირაბში ნაპოვნი ქართული წარმოების სიგარეტის ნამწვავების გამო ვარაუდობენ, რომ მძარცველები საქართველოს მოქალაქეები არიან. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts