planetanews Posted March 9, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 9, 2012 http://rustavi2.com/news_photos/03_12/60217.jpg კანადაში მცხოვრები მახნიაშვილების ოჯახი ექსპერტიზის პასუხს ელოდება. პოლიციელებმა ტორონტოს ხევში ქალის ნეშტს მიაგნეს. არ არის გამორიცხული, რომ ეს სამი წლის წინ გაუჩინარებული მარიამ მახნიაშვილი იყოს. შემთხვევის ადგილზე ნეშტთან ერთად ნაპოვნია ტანსაცმლის ფრაგმენტებიც. მომხდარის შემდეგ პოლიცია მარიამის დედას, ლელა ტაბიძეს დაუკავშირდა, რომლის განცხადებითაც, მას ნამდვილად შეატყობინეს, რომ ხევში უცნობი ქალის ჩონჩხი იპოვეს, თუმცა სამართალდამცველებს მისთვის სხვა დეტალები არ უთქვამთ. მარიამ მახნიაშვილი 2009 წლის სექტემბერში გაუჩინარდა. გოგონა სამი თვის ჩასული იყო ტორონტოში და ერთ დღეს კოლეჯიდან სახლში აღარ დაბრუნდა. გაუჩინარებიდან ერთ თვეში პოლიციელებმა მხოლოდ მის ზურგჩანთას მიაგნეს, თავად გოგონას ბედი კი ამ დრომდე უცნობია. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts