planetanews Posted March 9, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 9, 2012 http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpg `პუტინი ჩვენი პრეზიდენტი არ არის`- ამ ლოზუნგით შეიკრიბება ოპოზიცია მოსკოვში 10 მარტს დაგეგმილ ხალხმრავალ აქციაზე. მემარცხენე ფრონტის ლიდერის სერგეი უდალცოვის განცხადებით, მიტინგზე სიტყვით ის პოლიტიკოსები გამოვლენ, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნების დღეს უბნებზე დამკვირვებლების სტატუსით მუშაობდნენ. აქციისთვის ახალ არბატზე ეკრანებსაც დაამონტაჟებენ და დარღვევებს შესახებ მომზადებულ სიუჟეტებს აჩვენებენ. კრემლის მოწინააღმდეგეთა მორიგ მიტინგში მონაწილეობას მიიღებს პოლიტიკური სპექტრის ყველა წარმომადგენელი. მათ შორის იქნებიან ლიბერალები, მემარცხენეებიც და ამომრჩეველთა ლიგის წევრებიც. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts