planetanews Posted March 9, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 9, 2012 http://saqinform.ge/images/stories/analitics/fosta-es-shen-gexeba3.jpgთბილისი, 9 მარტი, საქინფორმი. როგორც კამპანია „ეს შენ გეხებას“ პრესსამსახური საქინფორმს აცნობებს, კამპანიის წევრი ორგანიზაციები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, პარლამენტსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში შეიტანენ მიმართვას, რომელსაც კამპანიაში ჩართული არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები აწერენ ხელს.<span style="font-size: 10pt;" />ისინი მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, წინასაარჩევნო ვითარების მონიტორინგის მიზნით, უმოკლეს ვადაში საქართველოში მოიწვიოს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია, რომელიც უზრუნველყოფს საარჩევნო გარემოს კვალიფიციურ და მიუკერძოებელ მონიტორინგს არა მხოლოდ ორთვიან წინასაარჩევნო პერიოდში, არამედ მთელი საარჩევნო წლის განმავლობაში. საქინფორმი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts