planetanews Posted March 9, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 9, 2012 http://saqinform.ge/images/stories/analitics/fosta-deklaracia.jpgთბილისი, 9 მარტი, საქინფორმი. როგორც „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახური საქინფორმს ატყობინებს, საქართველოში მოქმედმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი და მიმართეს ნატოს სარდლობას, რომლის ტექსტსაც უცვლელად გთავაზობთ:<span style="font-size: 10pt;" />„გაუმართლებლად მიგვაჩნია ავღანეთში ნატოს „ISAF“-ის სამხედრო მისიაში ქართული საჯარისო ნაწილების მონაწილეობა და, მითუმეტეს, შემადგენლობის გაზრდა, რადგანაც საქართველო არ წარმოადგენს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრს და, შესაბამისად, არანაირი საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულება არ გააჩნია, მონაწილეობა მიიღოს ამგვარ სამხედრო მისიებში. ასევე, ავღანურ მისიაში ჩვენი ქვეყნის საჯარისო ნაწილების მონაწილეობა საქართველოს ხელისუფლებისათვის წარმოადგენს სპეკულაციის საგანს და გამოყენებულია ალიანსის წევრი სახელმწიფოებისაგან პირადი მხარდაჭერისათვის, რათა ადგილზე შენარჩუნებულ იქნეს ავტორიტარული მმართველობა, რაც მოსახლეობაში დასავლური ღირებულებების დისკრედიტაციას იწვევს. საქინფორმი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts