planetanews Posted March 8, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 8, 2012 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/spiegel1.jpgბენიამინ ბიდერისაქართველოს პრეზიდენტი ამაყობს თავისი შეიარაღებული ძალების პირველი ადგილობრივი წარმოების ახალი რეაქტიული საარტილერიო სისტემით. იგი იმდენად ამაყია, რომ ეს სიახლე უმალ გამოაქვეყნა საკუთარ ფეისბუკის გვერდზე. ქსელში შეიარაღების დემონსტრირება დაუძინებელი მტრის, რუსეთის წინააღმდეგ მიმართული აშკარა განაცხადი იყო.მიხეილ სააკაშვილი თანამედროვე ტექნოლოგიების დიდი მოტრფიალეა. რამდენიმე თვეა, რაც საქართველოს პრეზიდენტი „ტვიტერის“ მეშვეობით მოკლე შეტყობინებებს აგზავნის მთელს მსოფლიოში – იგი ფეისბუკზეც ძალზედ აქტიურია.პოლიტიკოსმა სოციალური ქსელი ახლა იმისათვის გამოიყენა, რომ რუსეთისთვის, რომელთანაც კავკასიურ სახელმწიფოს 2008 წელს ომი ჰქონდა, თავისი ძლიერი მხარეები ეჩვენებინა. სააკაშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა იარაღის ახალი სისტემის ვიდეო ჩანაწერი: რუსული „კატიუშას“, იგივე “სტალინის ორღანად” წოდებული, საარტილერიო სისტემის ქართული ვერსია.ამ იარაღის განსაკუთრებული ნიშანი ის არის, რომ ის პირველი ქართული ნაწარმია. რუსეთს შეეძლო შეშფოთებით ედევნებინა თვალი სოციალურ ქსელში ამაყად ატვირთული ახალი მიღწევისათვის. მსგავსი მოდელის რუსული შეიარაღების სისტემებით საქართველომ 2008 წლის აგვისტოში ცეცხლი გაუხსნა სეპატარისტული სამხრეთ ოსეთის დედაქალაქ ცხინვალს. ამის შემდეგ რუსეთი სამხრეთ ოსეთის მხარდასაჭერად ჩაერთო კონფლიქტში, დაამარცხა საქართველო და გაანადგურა ქართული ტანკებისა და საარტილერიო სისტემების დიდი ნაწილი.ჯერ საკუთარი მანქანები – ახლა საკუთარი მექანიკური საარტილერიო სისტემასააკაშვილი ცდილობს საზღვარგარეთიდან მძიმე შეიარაღების შევსებას. 2011 წელს მან ირიბად სთხოვა აშშ-ს ჰაერ- და ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღების მიწოდება. მას შემდეგ, რაც ევროკავშირის საგამოძიებო კომისიამ გამოიტანა დასკვნა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტში პირველი ტყვია საქართველომ გაისროლა, საზღვარგარეთი იარაღის მიწოდებისგან თავს იკავებს, რათა საქართველოს შეიარაღებით არ გააღვივონ სამხრეთ ოსეთის ჯერ კიდევ ჩაუცხრელი კონფლიქტი.თუმცა სააკაშვილმა შეიარაღების სხვა გზა იპოვა, რასაც ფეისბუკის ფოტოებამდე საზღვარგარეთი საერთოდ არ აქცვდა ყურადღებას: პატარა საქართველო, სადაც ინდუსტრიის არც ერთ მნიშვნელოვანი სფერო არ არის განვითარებული, ახლა თვითონ ქმნის საკუთარ იარაღს. თებერვლის ბოლოს 4,5 მილიონიანი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი პრეზენტაციას უკეთებს დაჯავშნულ ქვეითთა საბრძოლო მანქანას – “ლაზიკა”. 2011 წელს ჯარმა სამამულო წარმოების ათობით ჯავშანმანქანა “დიდგორი” შეიძინა. ავტომანქანები ამერიკული ფორდის Pick-Up-Trucks-ის ბაზაზეა შექმნილი.“მეტი აღარავის იმედი არ უნდა გქონდეს”საკუთარი განვითარებით საქართველოს სურს უცხოური პარტნიორებისგან მეტად დამოუკიდებელი გახდეს. 2008 წლის შემდეგ “იარაღის შეძენასთან დაკავშირებით პრობლემები არსებობდა”, განაცხადა სააკაშვილმა ახალი საარტილერიო სისტემის წარდგენისას. საქართველო “მიხვდა, რომ საკუთარი თავის გარდა არავისი იმედი არ უნდა ჰქონდეს”.ეს მწარე მინიშნება როგორც სჩანს ისრაელის მისამართით გაკეთდა გაკეთებული. საქართველომ წლების წინ ისრაელელი მწარმოებლის ელბიტის 40 უპილოტო საფრენი აპარატი “Hermes” შეიძინა.ახლახანს ჰაკერების მიერ გამოქვეყნებული ამერიკული სპეცსამსახურების აჩრდილად წოდებული უსაფრთხოების კომპანია Stratfor-ის ელექტრონული მიმოწერა იმის ვარაუდის შესაძლებლობას იძლევა, რომ ისრაელმა 2008 წელს რუსებს უპილოტო საფრენი აპარატების კოდები გადასცა, რისთვისაც მოსკოვისგან მიიღო ინფორმაცია რუსული მოდელის ირანული რაკეტების შესახებ.პრეზიდენტი „ტვიტერის“ მეშვეობით მუდმივად აქვეყნებდა მწარე გამონათქვამებს თავისი მოსისხლე მტრის, რუსეთის შესახებ. “მე ვოცნებობ სტაბილურ და ძლიერ რუსეთზე, რომელიც დარწმუნებული იქნება თავის სიძლიერეში”, დაწერა სახელმწიფოს მეთაურმა ვლადიმერ პუტინის არჩევნების შემდეგ.ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts