Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - პანეტა: აშშ ირანის ბირთვულ ობიექტებზე ისრაელზე ბევრად ეფექტურ იერიშს მიიტანს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/Leon_Panetta_03-300x292.gifიმ შემთხვევაში, თუ აშშ ირანზე იერიშს განახორციელებს, ის ბევრად ძლიერი იქნება იმ იერიშზე, რომელსაც ისრაელი გეგმავს.

ამის შესახებ აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ლეონ პანეტამ განაცხადა.

“იმ შემთხვევაში თუ ისრაელი ირანზე საჰაერო დარტყმას გადაწყვეტს, ამას რა თქმა, ეფექტი ექნება. თუმცა, ისიც არის ნათელი, რომ თუ აშშ ამაზე წავა, ეფექტი გაცილებით მეტი ექნება”,- განაცხადა პანეტამ.

თავის მხრივ, აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლის გერბერტ კარლაილის მოხსენებაში დასახელებულია “სუპერიარაღი” – უძლიერესი ბომბი, რომელიც მიწისქვეშა ბუნკერების დასანგრევად არის განკუთვნილი და რომლის წონა 13.5 ტონაა.

კარლაილის განცხადებით, რომ ეს ბომბა აშშ საჰაერო ძალებმა მხლოდ გასულ წელს მიიღეს და ის განკუთვნილია იმ ქვეყნებზე იერიშისთვის, რომლებიც საკუთარ ბირთვულ ობიექტებს მიწისქვეშ მალავენ.

“ჩვენ ვაგრძელებთ მის სრულყოფას. თუ საჭირო იქნება, რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ”, – განაცხადა სარდალმა.

ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიშის მიტანის აუცილებლობაში აშშ-სა და ისრაელის პოზიციები განსხვავდება. აშშ თვლის, რომ ირანის წინააღმდეგ სანქციები დაწესება არის საკმარისი, ხოლო ისრაელს სამხედრო ძალის გამოყენება სურს.

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...