Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - 1956 წლის 9 მარტს მომიტინგე ასობით ქართველის დახვრეტიდან 56 წელი გავიდა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/9-mart.jpg1956 წლის 9 მარტს საბჭოთა ხელისუფლებამ ასობით ქართველი, მათ შორის სტუდენტები და მოსწავლეები დახვრიტა.

XX ყრილობაზე პიროვნების კულტის მავნე შედეგების თაობაზე ნიკიტა ხრუშჩოვის მოხსენება მოხსენება სტალინის მოღვაწეობის კრიტიკას წარმოადგენდა. მალე ამ კრიტიკამ ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა და ქართველი ერის შეურაცხყოფაში გადაიზარდა. ხაზი ესმებოდა იმას, რომ სტალინი ქართველი იყო, თუმცა ცხადია, სტალინის ქართველობას ამ შემთხვევაში არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა.

მიუხედავად ამისა, სტალინის კრიტიკას განსაკუთრებით მწვავე რეაქცია საქართველოში მოჰყვა. მღელვარება 1956 წლის 5 მარტს,

დაიწყო. განსაკუთრებით აქტიური იყო სტუდენტი და მოსწავლე ახალგაზრდობა, ახალგაზრდობის ერთი ნაწილი საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნითაც გამოდიოდა.

მალე მღელვარება გორს, თელავს, ქუთაისს, ბათუმსა და სხვა ქალაქებსაც მოედო და საყოველთაო ხასიათი მიიღო.

თბილისი მღელვარების მთავარი კერა. ქალაქის ცენტრალური და სანაპირო ქუჩები დემონსტრანტებითა და მანიფესტანტებით დაიფარა.

მღელვარება სულ უფრო ძლიერდებოდა და კულმინაციას 9 მარტს მიღწია, როცა დემონსტრანტებმა მიიღეს დადგენილება ხრუშჩოვის გადაყენებისა და ახალი ხელისუფლების შექმნის შესახებ.

მიტინგის მონაწილეთა ერთმა ჯგუფმა გადაწყვიტა, დაეკავებინათ კავშირგაბმულობის სახლი და იქიდან რადიოთი გადაეცათ თავიანთი მოწოდებები საბჭოთა კავშირის სხვა ქალაქების მოსახლეობისათვის, მაგრამ იქ მისულ მომიტინგეებს წინ აღუდგნენ.

საბჭოთა კავშირის ხელმძღავანელობამ საკითხის მშვიდობიან მოგვარებას სისხლისღვრა არჩია და მომიტინგეების წინააღმდეგ

გამოიყვანა წითელი არმიის ნაწილები და სამხედრო ტექნიკა. რუსთაველის გამზირსა და მტკვრის სანაპიროზე ათობით ახალგაზრდა დახოცეს, ასობით დაჭრეს და დაასახიჩრეს. ქუჩები სისხლით მოირწყა.

საბჭოთა აპარატმა ამ ბარბაროსობის შემდეგაც საშინელი სისასტიკე გამოიჩინა:

დაღუპულთა და დაჭრილთა რიცხვი დამალა, ოჯახებს მიცვალებულების დამარხვის უფლება არ მისცა, სისხლიანი აქტი მთლიანად გაამართლა, ქართველებს ნაციონალიზმი და შოვინიზმი დასწამა, მთელი პასუხისმგებლობა დემონსტრანტებს დააკისრა და დაიწყო დაპატიმრებები.

უშიშროების კომიტეტში არსებული მონაცემებით პირველი შეტევის დროს ცეცხლსასროლი იარაღით დაიღუპა 22 კაცი, შემდეგ მიემატა კიდევ 5. დაიჭრა რამდენიმე ათეული.

9 და 10 მარტს საბჭოთა არმიის ჯარების ქვედანაყოფების მიერ, რომლებიც ახდენდნენ პატრულირებას ქალაქში წერიგის

დასამყარებლად, დაკავებულ იქნა 300 კაცამდე. ხოლო შემდეგი 12 დღის განმავლობაში სახელმწიფო უშიშროების ორგანოების მიერ დასაკავებლად წარმოებდა გამოძიება, რის შედეგად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიესცეს 39 კაცი.

1956 წლის სისხლიანი დღეების განმავლობაში სულ დაპატიმრებულ იქნა 375 კაცი, მათ შორის: სკკპ წევრი – 34, ალკკ წევრი -

165, უპარტიო – 142. დახოცილთა და დაზარალებულთა რიცხვი დღემდე უცნობია.

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...